სიახლეები

Apple-ის CEO ტიმ კუკმა, 2017 წელს $102 მილიონი გამოიმუშავა

778views

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2017 წელს, Apple-ის CEO ტიმ კუკმა ხელფასის სახით მიიღო $3.06 მილიონი, დამატებით ბონუსის სახით $9.33 მილიონი და $89.2 მილიონის აქციები. ჯამში დაახლოებით $102 მილიონი.

სხვა დირექტორებმა, რომელთა სიაში არიან ლუკას მაესტრი, ანჯელა არენდსი, ჯონი სრუჯი, დენ რიკიო და ბრიუს სეველი, მიიღეს ბონუსი $3 მილიონი და ხელფასის და აქციების დამატებით, შემოსავალი შეადგენდა $24.2 მილიონს თითოეული მათგანისთვის. ეს ყველაფერი არის გარანტია იმის რომ ისინი დიდი ხნით დარჩებიან კომპანიაში. Apple-ის საცალო გაყიდვების დირექტორი ანჯელა არენდსის გასამრჯელო ყველაზე მეტი იყო და შეადგენდა $24,216,072-ს.

დამატებით, Apple-ის შიდა პოლიტიკის მიხედვით, კომპანიის CEO, გამოიყენებს პირად ვერტმფრენს ნებისმიერი პირადი და ბიზნესთან დაკავშირებული გადაადგილებისთვის. “ფრენის პოლიტიკა” მიღებული იქნა 2017 წელს მაღალი ეფექტურობის და დაცულობის მიზნით.

კუკის პერსონალური გადაადგილების ხარჯი 2017 წელს შეადგენდა $93,109-ს და ასევე Apple-მა დახარჯა დამატებით $224,216 კუკის პირადი უსაფრთხოების მიზნით.

წყარო: MacRumors

Comments

comments

1 Comment

  1. 102 მილიონს რო აკეთებ წელიწადში და სულ რაღაც 7 ათასი რო გიჯდება მგზავრობა თვეში, მაგარი მოკრძალებული ტიპი ხარ ხო? 😀

Leave a Response