სიახლეები

რატომ უყვართ ასე ძალიან iPhone X?

722views

Face ID-თან დაკავშირებით მთელი რიგი უარყოფითი მიმოხილვების მიუხედავად — ახალი OLED ეკრანისა და აკუმულატორის ენერგოეფექტურობის გამო iPhone X-ის მფლობელები მას მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ დასკვნებს ექსპერტთა ჯგუფი მიმოხილვების ანალიზის შემდეგ აკეთებენ, კერძოდ კომპანია Analytics-ი.

კომპანია Analytics-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, iPhone X-ის მომხმარებელთა შეფასებით, 5 ბალიან სისტემაში — სმარტფონმა 4.65 ქულა აჩვენა. დაგვეთანხმებით რომ ასეთი შედეგი ამ დრომდე არცერთ სხვა კომპანიის სმარტფონს ჰქონია.

მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს iPhone X-ის ახალი აღჭურვილობა TrueDepth კამერა, რომელიც გამორჩეულია უსაფრთხოებით და ინოვაციური ფუნქციით • Animoji — აცხადებენ ანალიტიკოსები.

სამომხმარებლო გარემოს გარდა iPhone X-ის საუკეთესო კამერაზე და ეკრანზე სხვაგანაც საუბრობენ. ამ ყველაფერს მომხმარებლების გარდა — პროფესიული რეცენზენტებიც ადასტურებენ. რომელთა შეფასებითაც, Top 10 სმარტფონში უმაღლეს ქულას იღებს. მსგავსი ინფორმაციები ვრცელდება დისტანციური ლაბორატორიის ექსპერტების მიერ კერძოდ • DisplayMate-სგან.

Comments

comments

1 Comment

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი