სიახლეები

ფილ შილერი დარწმუნებულია, რომ iPad ჩაანაცვლებს Mac-ს

814views

ეფლის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ფილ შილერმა ჟურნალ T3-თან ინტერვიუში iPad Pro-ს პერსპექტივებზე ისაუბრა. შილერი დარწმუნებულია, რომ პლანშეტი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს Mac-კომპიუტერებს

გადამწყვეტ ომანტად ფილმა დაასახელა სწორედ პრიორიტეტები და მოწყობილობის გამოყენების ხასიათი.

მთავარია — როგორ იყენებს iPad Pro-ს მომხმარებელი. ბევრისათვის პლანშეტი კომპიუტერის ალტერნატივა გახდა. მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ არ გადააგდო თავისი ნოუთბუკი ან კომპიუტერი.

მოიხედავად ამისა, iPad ძირითადი გაჯეტი ხდება. ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ კომპიუტერით ძირითადად სამსახურში სარგებლობენ. იგივე ეხება ნოუთბუკს. ხოლო მოგზაურობისას ირჩეენ iPad Pro-ს. და ეს ძალიან კარგია.

ასეთი მომხმარებლებისათვის iPad ძირითადი მოწყობილობა გახდა. არავინ ფიქრობს კონკურენციაზე ნოუთბუკთან, ან კომპიუტერთან. ეს უბრალოდ მოწყობილობაა, რომელთანაც მომხმარებელი ყველაზე მეტ დროს ატარებს.

შილერმა აღიარა, რომ ბვერისათვის iPad Pro — ვიწრო სპექტრის ამოცანებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, ფილების ყურება და წიგნების კითხვა, ინტერნეტში ძრომიალი — ამ მიზნებისათვის iPad იდეალურია.

საუბარში ფილ შილერმა არაერთხელ უწოდა iPad Pro-ს კომპიუტერი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეფლი სულ უფრო მეტად წარმოაჩენს ამ მოწყობილობას, როგორც ნოუთბუკის, ან კომპიუტერის ალტერნატივას.

ამის დასტურად ამასწინას კომპანიამ გამოუშვა ახალი ვიდეო-რგოლი, სადაც დედის კითხვაზე „რას აკეთებ კომპიუტერში?“, ბავშვი პასუხობს „რა არის კომპიუტერი?“. ფაქტია, რომ iPad Pro არ არის კომპიუტერი, მაგრამ ეფლს სურს ამ საზღვრის წაშლა.

წყარო: MacRumors

Comments

comments

2 Comments

Leave a Response