სიახლეები

ორ წელიწადში Apple-მა 30 მილიონი Apple Watch გაყიდა

444views

ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მეორე კვარტალში ეფლმა მიაწოდა Apple Watch-ის 2.8 მილიონი ეგზემპლარი და ბაზრის 13% დაიკავა. ბაზრის ლიდერი კომპანია Xiaomi გახლავთ, რომლის წილი 15%-იდან 17.1%-მდე გაიზარდა. რაოდენობრივ მაჩვენებლებში ეს 3.7 მილიონი ფიტნეს-მოწყობილობაა.

2016 წლის იგივე პერიოდთან შედარებით Xiaomi-ის მიწოდება 23% გაიზარდა, რამაც კომპანიას საშუალება მისცა რეიტინგის თავში მოქცეულიყო. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფიტნეს-ტრეკერი Mi Band პოპულარულია ჩინეთში დაბალი ფასის და ფუნქციების ფართი სპექტრის წყალობით.

მეორე ადგილზე კომპანია Fitbit გავიდა, 3.4 მილიონი მოწყობილობით, რაც ბაზრის წილის 15.7%-ია. გასულ წელს მას 5.7 მილიონი მოწყობილობა ჰქონდა მიწოდებული, ხოლო ბაზრის წილი 29% იყო.

ეფლმა საგრძნობი ზრდა გვიჩვენა, 44%, რამაც საშუალება მისცა გაეზარდა ბაზრის წილი 95-დან 13%-მდე. იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ ჭკვიან საათებს ყიდის, ეს სერიოზული მაჩვენებელია.

ადრე Strategy Analytics-მა დათვალა, რომ 2015 წელს ეფლმა ბაზარს მიაწოდა 13.6 მილიონი მოწყობილობა. გასულ წელს — 11.6 მილიონი. სულ ერთობლივად ბოლო სამ წელიწადში ეფლმა 31.5 მილიონი მოწყობილობა გაყიდა.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response