სიახლეები

WWDC-ზე წარმოადგენენ 12 დუიმიან MacBook-სა და MacBook Air-ს

419views

Apple შესაძლოა არ შემოიფარგლოს საიპერაციო სისტემების ახალი ვერსიების წარმოდგენით WWDC 2017-ზე. ჩვენ ასევე ვიხილავთ განახლებულ MacBook-ს. ამის შესახებ გვატყობინებს Bloomberg, საიმედი წყაროებზე დაყრდნობით.

Apple გეგმავს წარმოადგინოს სამი ახალი პორტატული კომპიუტერი. MacBook Pro მიიღებს ახალ და სწრაფ Kaby Lake პროცესორებს. Apple აგრეთვე მუშაობს ახალ, 12 დუიმიან MacBook-ზე. ასევე იგეგმება 13 დუიმიანი MacBook Air-ის განახლებაც.

ეს პირველი ჭორი არ არის, რომელიც კომპანიის პორტატულ კომპიუტერებს ეხება. ამ წლის იანვარში ასევე მოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ Apple ამზადებს მსხვილ განახლებას Intel Kaby Lake-ის ბაზაზე.

როგორც ცნობილია, მსგავს გლობალურ განახლებას Apple ჯერ კიდევ 2016 წელს გეგმავდა, მაგრამ Intel-მა დროულად ვერ უზრუნველყო მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდება.

Comments

comments

Leave a Response