სიახლეები

Apple მალე ახალ მოწყობილობას წარმოგვიდგენს

668views

პოპულარული ბლოგერი Sonny Dickson-ი ბოლო ხანებია იშვიათად აქვეყნებს სიახლეებს, Sonny დღეს დაბრუნდა და გვეუბნება, რომ Apple ახალ მოწყობილობაზე მუშაობას ასრულებს და მას მალე წარმოგივდგენენ. ის მაშინვე მიიპყრობს ხალხში ყურადღებას, რომელიც სრულიად ახალი კატეგორიის მოწყობილობაა დღესდღეობით არსებულებს შორის.

ფაქტობრივად ჩვენ ვსაუბრობთ ამ მოწყობილობის კონკურენტზე — Amazon Echo. რომელიც სახლის ჭკვიანი ფუნქციაა, ჭკვიანურად აწყობილი სახლის ციფრული ასისტენტი. Cupertino-ში გადაწყვიტეს, რომ შექმნან მსგავსი გაჯეტი, რომელიც დაფუძნებული იქნება უკაბელო Siri-ით.

ამ მოწყობილობას ექნება განსაკუთრებული მახასიათებლები, რომელიც არ ქონია აქამდე არსებულს. ჩემი პროგნოზები ამ მოწყობილობის მიმართ უნდა გამართლდეს. ერთერთი მიზეზი მისი წარმატებისა იქნება ის, რომ იგი ინტელექტუალური Siri-ის მხარდაჭერით კეთდება — საუბრობს Sonny Dickson-ი.

ის ასევე იქნება ყველა მოწყობილობებისთვის თავსებადი, ნებისმიერ Homekit-ზე. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ასევე იმუშავებს iOS-ის გარკვეულ ვერსიებზე. როგორც ყოველთვის მისი ღირებულება ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი