სიახლეები

Apple გამოუშვებს ახალ iMac-ებს წელს

519views

გგონიათ, კუპერტინოს დაავიწყდა, რომ აიფონების გარდა, კომპიუტერებსაც რომ უშვებს? ვერ მოგართვით!*

კრეიგ ფედერიგიმ, Apple-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მიმართულებით TechCrunch-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ Apple მუშაობს განახლებული iMac-ების გამოშვებაზე.

გვატყობინებენ, რომ განახლებული მოდელი 2017 წლის ბოლომდე გამოვა. მართალია, ჯერ-ჯერობით ტექნიკური მახასიათებლები უცნობია და არც ფედერიგმ არ გათქვა არაფერი.

ფილ შილერმა, უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგში, ასევე დაამატა, რომ ახალი, „სრულიად ახლებურად გააზრებული“ Mac-ები მალე იქნება წარმოდგენილი. მაგრამ ისინი 2018 წლამდე არ გამოვა გაყიდვაში. მიუხედავად ამისა, ეს უკვე ძალიან კარგი ინფორმაციაა. Apple-ის სამაგიდე კომპიუტერების ხაზი განაგრძობს სიცოცხლეს!

თქვენ კიდევ, ისაო და ესაო! უფფ!

წყარო: TechCrunch

Comments

comments

Leave a Response