სიახლეები

5 მიზეზი, თუ რატომ არ გჭირდებათ iPhone

658views

iPhone — პოპულარული გაჯეტია, რომლითაც ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს. მაგრამ ლარის კურსის ვარდნასთან ერთად, ფასმაც იმატა და ახლა ახალი ტელეფონის შეძენისას ბევრმა მომხმარებელმა სხვა მწარმოებლების მოდელებსაც მიაქცია ყურადღება. შესაძლოა თქვენ ერთ-ერთი იმათთაგანი ხართ, ვინც არ უნდა იყიდოს აიფონი? ჩვენ გეტყვით ხუთ მიზეზს ამის სასარგებლოდ.

1. მაღალი ფასი

ახლა ოფიციალური ფასები iPhone 7-ზე საქართველოში 2349 ლარია. დოლარზე გადაანგარიშებისას 955 დოლარი გამოდის. აშშ-ში ფასი 650 დოლარიდან იწყება, სხვა ქვეყნებში უფრო მაღალია ფასები, თუმცა ქართულზე ნაკლები. ანუ გამოდის, რომ აიფონი საკმაოდ ძვირადღირებული ნივთია.

ამასთან ერთად, თუ სმარტფონი 2000 ლარზე მეტი ღირს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ორჯერ უკეთესია, ვიდრე  მასზე ორჯერ ნაკლები ღირებულების, მაგრამ სხვა მწარმოებლის. სურვილის შემთხვევაში შესაძებელია ოდნავ უარესი, ან დაახლოებით იგივე მონაცემების აპარატის შეძენა.

2. თქვენ არ გჭირდებათ iOS-ის ექსკლუზიური აპლიკაციები

App Store — მობულური აპლიკაციების საუკეთესო მაღაზიაა. დეველოპერებმა მრავალი ექსკლუზიური აპლიკაცია და თამაში შექმნეს აიფონისათვის. მაგრამ რამდენად გჭირდებათ ისინი თქვენ?

მომხმარებელთა უმრავლესობას აპლიკაციების დაახლოებით ერთი და იგივე ნაკრები ესაჭიროება: ბრაუზერი, საფოსტო კლინეტი, მესინჯერები, სოციალური ქსელები, რუკები, ToDo სიები და ა.შ. ამ კატეგორიის აპლიკაციების უდიდესი ნაწილი წარმოგენილია როგორც iOS-ზე, ასევე ანდროიდ პლათფორმაზე და ხანდახან Mobile Windows-ზეც კი. მაშ, რა საჭიროა აიფონის ყიდვა, თუ ყოველდღიური საქმეების გაკეთება უფრო იაფი სმარტფონითაც არის შესაძლებელი?

3. თქვენ გსურთ გამოჩნდეთ საერთო მასაში

iPhone უკვე დიდი ხანია აღარ არის სტილის და ინდივიდუალურობის ელემენტი. სერიოზულად, როდესაც მეტროთი, ან ლურჯი ავტობუსით მგზავრობ, ყოველ მეორეს ხელში აიფონი უჭირავს. კი, შეიძლება იყიდო რაიმე განსაკუთრებული შალითა, ტელეფონს გაუკეთო გრავირება და ა.შ., მაგრამ იგივე შეიძლება სხვა ტელეფონისთვისაც.

ახლა, როდესაც ხალხი ხედავს თქვენს ხელში აიფონს, არავინ იტყვის: „ვაიმე რა მაგარია!“. მოკბეჩილვაშლიანი ტელეფონი დიდი ხანია მასიურ პროდუქტად იქცა, ასე რომ თუ გსურთ საერთო მასაში გამოჩენა, სხვა უფრო ქმედითი ხერხები არსებობს, და არა აიფონის შეძენა.

4. თქვენ არ გაქვთ Mac-კომპიუტერი, ან Apple-ის სხვა პროდუქტი

Apple-ის ეკოსისტემა — კარგი რამეა. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მსგავსი ეკოსისტემა. ერთი და იგივე მწარმოებლის მოწყობილობები ურთიეთქმედებენ ერთმანეთთან უკეთ, ვიდრე სხვა მწარმოებლის მოწყობილობებთან. მაგრამ, სანამ აიფონს იყიდით, დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა გახდეთ „ვაშლის“ ეკოსისტემის სრულფასოვანი წევრი?

მრავალი რამ, რაც კარგი აქვს აიფონს — iCloud, Safari-ს სანიშნეები, iCloud Drive, Handoff, Continuity, დაფუძნებულია რამდენიმე მოწყობილობის ერთმანეთთან ურთოერთქმედებაზე. თუ თქვენ არ გაქვთ Apple-ის სხვა მოწყობილობები, თქვენ ვერ მიიღებთ სამომხმარებლო გამოციდელბის დიდ ნაწილს. მაშნ რად გინდათ აიფონი?

5. თქვენ არ მოგწონთ iOS. სხვადასხვა მიზეზების გამო

თუ სულით ხორცამდე გიკი ხართ, გიყვართ მოწოყიბლობაში ძრომიალი და ყელაფრის თქვენი პრინციპებით მოწყობა, მაშინ iOS თქვენთვის არაა, არანაირი ჯეილბერიკი არ შეედრება Android-ის კასტომიზაციის შესაძლებლობას. კიდევ ერთი მომენტია — თუ აქტიურად სარგებლობთ Google-ის სერვისებით. აქაც პლათფორმის არჩევანი გასაგებია.

ამის გარდა, ყველას არ მოსწონს iOS-ის ინტერფეისი, სამაგიეროდ ძალიან მოსწონთ Material Design, ან Metro UI. არიან კიდევ მომხმარებლები, რომლებსაც ძალიან მოსოწნთ ფიზიკური QWERTY-კლავიატურა, როგორც BlackBerry-ში.

არ არის საჭირო აიფონის ყიდვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოდურია. მოდურია ის, რაც გიხდება, რაც შეგიძლია გამოიყენო 100%-ით და რისი ფულიც გაქვს.

Comments

comments

Leave a Response