მიმოხილვა

Google I/O 2016: Android-ის ჩავარდნა ინოვაციებში ხელ-ფეხს უხსნის Apple-ს, ნაწილი 1

632views

შესავალი

რამდენიმე ხნის წინ iOS-ის პალიკაციების ცნობილმა დეველოპერმა და ბლოგერმა მარკო არმენტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ივარაუდა, რომ თუ ეფლი დროულად არ მიხედავს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას, რომელშიც ასე კარგად არის წარმოდგენილი გუგლი, მაშინ კომპანიას ბლექბერის ბედი ელოდება.

სტატიის წაკითხვის შემდეგ მე ვივარაუდე, რომ ამ სტატიას დაუყოვნებლივ გადაბეჭავდნენ ათასი ჯურის რერაიტერები და ჰეიტერები. ასეც მოხდა და საკმაო ჩოჩქოლი მოყვა ინტერნეტ სივრცეში

ასეა თუ ისე, ამ სტატიის პასუხად მეორე არანაკლებ ცნობილმა ავტორმა ეფლის სფეროში, დენიელ ერან დილჯერმა გამოაქვეყნა საკმაოდ მსხვილი სტატია საპირისპირო აზრებით. თუმცა დენიელი კიდევ უფრო შორს წავიდა და გუგლი შეადარა Apple-ს, თუმცა იმას არა, რომელიც თქვენ იფიქრეთ. გირჩევთ ყავა დაისხათ და მოემზადოთ ამ ლონგრიდის პირველი ნაწილის წასაკითხად, მეორე ნაწილს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ. სტატიის ორივე ნაწილის წაკითხვის შემდეგ გადაუგზავნეთ ის ეფლ ჰეიტერებს. ისიამოვნონ.

იმის ნაცვლად, რომ კორპორატიული და პრემიალური მომხმარებლების ინტერესის მისაღებად მთელი ყურადღება ინოვაციებზე გადაიტანოს, კომპანია გუგლის ხედვა ანდროიდთან მიმართებაში წელს ისევ ახალი მიმართულებით გადაერთო, რომლებიც კიდევ უფრო ნაკლებ მიღწევადი ჩანს. გაფანტულ, იმიტაციური სახის სტრატეგიას სახელად „მიმდინარე დღე“, მივყავართ შედეგამდე, რომელიც ძალიან წააგავს ეფლის 90-იანი წლების ფრიად უხეირო სტრატეგიას.

კომპანია გუგლის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ანდროიდთან მიმართებაში. ორი წლის წინ, 2014 წელს მან დაგვიანებით დაიწყო ეს პროცესი, რათა მიმზიდველი გაეხადა კორპორატიული მომხმარებლისათვის Android 5 Lollipop, ხოლო შემდეგ წელს მან ყურადღება გადაიტანა Android 6 Marshmallow-ს გადატანაზე იაფფასიან (100 დოლარის ფარგლებში) ტელეფონებზე.

არც ერთმა და არც მეორე ინიციატივამ შედეგი არ გამოიღო, რამაც გამოიწვია Android Marshmallow-ს მინიმალური შეღწევადობა მოწყობილობებზე გავრცელების პირველ წელს, ანუ 20%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წელს Android Lollipop-ზე (მას კი შეგახსენებთ ეს ციფრი 10%-ის ფარგლებში ჰქონდა).

იმ დროს, როდესაც გუგლი ცდილობდა კონტროლის დაწესებას ანდროიდზე და სამსუნგის შეჩერებას (დღეისათვის ანდროიდის უმსხვილესი ლიცენზიანტი) პლათფრომის ხელში ჩაგდებისაგან, ინოვაციები ანდროიდში შეჩერდა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა წლევანდელ Google I/O-ზე.

Android-ის ჩავარდნა ინოვაციებში

ეს უკვე ცხადი იყო შარშანდელ „კოპირების“ ღონისძიებაზე, როდესაც გუგლის ინიციატივა მიმართული იყო iOS-ის დაწევაზე, მათ შორის აპლიკაციებისათვის წვდომის დაშვების მოდელის გადმოტანაზე, ტექსტის კოპირებისა და ჩასმის iOS-სტილის გამოყენებაზე, Apple Pay-სა და CarPlay-ის კოპირებაზე.

ყველაზე დიდი ანონსი ერთი წლის წინ იყო Google Photos, უფასო პროგრამული უზრუნველყოფადა სერვისი, რომელიც ორივე პლათფრომაზე მუშაობს. მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომის გარდა, ეს ვერ დაეხმარა გუგლს გამხდარიყო ღირსეული ალტერნატიული პლათფრომა და რასაკვირველია, ვერ დაეხმარა ბაზრის ღირებული სეგმენტების მოხვეჭაში.

ფაქტიურად, ანდროიდის სტაგნაციამ ვერ უშველა სამსუნგსაც, რომელსაც ფრიად მტკივნეული წელი ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც კომპანიამ დაკარგა პრემიუმ გაყიდვების ნახევარი iPhone 6-ის გამო, დაკარგა მოგების 74% და კვლავაც დარჩა iPhone 6s-ის მძევალი.

იმ დროს, როდესაც მედია-საშუალებებს ყურადღება ეფლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების ვარდნაზე ჰქონდათ გადატანილი, რომელიც ამ წლის s-ციკლის განმავლობაში მოხდა, კომპანია სამსუნგის მოგება მობილურ სეგმენტში კვლავ დაბალი იყო, ვიდრე ორი წლის წინ. ეფლის მოგება არ ასე დავარდნილა. სამსუნგის მოგებამ პირველ კვარტალში შეადგინა 6.68 ტრლნ კორეული ვონი, რაც მისი 2013 წლის პიკური მოგების 2/3-ს ძლივს შეადგენს. მობილურ მოწყობილობებზე ახლა მხოლოდ 58% მოდის, 2014 წლის 70%-თან შედარებით.

სამსუნგს ასევე ვერ ეხმარება ისიც, რომ გუგლის ფოკუსი შეიცვალა და გადატანილი იქნა იაფო მოწყობილობების გაყიდვაზე, განვიტარებად ბაზრებზე, განსაკუტრებით კი ინდოეთში, იმის ნაცვლად, რომ პრემიალურ სეგმენტს მოაწონონ თავი, სადაც ეფლი უდავო ლიდერია. პროექტი Android Silver სწორედ აქეთკენ იყო მიმართული, მაგრამ ის მიაგდეს.

Android გამოიყურება, როგორც Symbian 2008

ვერ მიაღწია რა საგრძნობ გაუმჯობესებას — მომავალი ზრდის პოტენციალი გაიყინა სმარტოფონების გაყიდვების სტაგნაციასთან ერთად — ანდროიდი ხდება ახალი სიმბიანი, რომელსაც სხვადასხვა მიმართულების ბევრი ლიდერი ყავდა, რომლებიც ექსპლუატაციას უწევდენენ პლათფორმის გახსნილობას, რამაც სწორედ არსად მიიყვანა ეს პლათფორმა.

მაიკროსოფტი უყურებს, თუ რისი გამორჩენა შეიძლება ანდროიდის საკუთარი განშტოებიდან. ჩინური კომპანიები ქმნიან ანდროიდის ვარიანტებს, რომლებსაც ასევე არანაირი შემოსავალი არ მოაქვთ გუგლისათვის. ბლექბერიმაც კი გამოუშვა ანდროიდ ტელეფონი, რომელზეც კომპანიას იმედი აქვს, რომ საკუთარ სერვისებს მოარგებს. და რასაკვირველია სამსუნგი. რომელიც არამარტო ცდილობს ანდროიდი გადაათრიოს საკუთარ მხარეს, არამესდ აგრეთვე ძირსაც უთხრის საკუთარი პლათფორმით ტაიზენ (თუკი რათქმაუნდა კომპანია მიხვდება, როგორ გააკეთოს ეს).

ფრაგმეტარული ქაოსის ეს სახეობა — სწორედ ისაა, რითაც ისარგებლა ეფლმა, რათა გამორჩეულიყო პრემიუმ პლათორმაზე ანდროიდის გამოსვლამდე, რომელმაც თავის მხრივ სიმბიანის როლი მოირგო 2010 წელს. სრულიად შესაძლებელია, რომ Apple-ს შეეძლო არ განძრეულიყო, მჯარიყო თავის მილაირდებზე და დალოდებოდა iOS-ის სტაგნაციას. მაგრამ აიფონებისა და აიპედების გაყიდვები საკმაოდ მძლავრ წინააღმდეგობას აწყდება, დაწყებული ეროვნული ვალუტების კურსებიდან და გლობალური ეკონომიკური კრიზისით დამთავრებული. და ეს არ აძლევს Apple-ს საშუალებას დაკმაყოფილდეს მიღწეულით.

ოდესღაც ანდროიდშიც რეგულარულად ჩნდებოდა ახალი იდეები, რომლებიც iOS-ს აიძულებდა მუდმივ თავდაცვით რეჟიმში ყოფილიყო და რაც ეფლის მაკრიტიკებლებს საშუალებას აძლევდა ემტკიცებინათ, რომ ეფლის პლათფორმა ჩამორჩენილია და ძველია. მაგრამ შეხედეთ, თუ როგორ სწრაფად მოახერხა ეფლმა iOS 7-ში ახალი დიაზაინის გამოტანა, გააუმჯობესა ვიდეო ნაწილი Metal GPU-ში, გადავიდა 64 ბიტიან აპლიკაციებზე, AirDrop და CarPlay-ზე.

ამის შემდეგ გამოვიდა სისტემის მერვე ვერსია, შეტყობინებათა ახალი ცენტრით, iCloud Drive-ით, HealthKit-ით და HomeKit-ით, ჭკვიანი Continuity-ით და აპლიკაციათა გაფართოებებით, მათ შორის კლავიატურებით და შიგთავსის გაზიარების შესაძებლობებით. შარშან კომპანიამ წარმოადგინა სისტემის მეცხრე ვერსია, Spotlight-ის რეკომენდაციებით, iPad Split View, Slide Over, გაუმჯობესებული რუკებით და სტრასნპორტით სვლაგეზებით, ასევე სხვა ფუქნციებით, 3D Touch-ის მხარდაჭერით, რომელიც გუგლში ჯერ კიდევ კარგად ვერ დააკოპირეს.

გახსოვთ iOS 6? ანდრიდის მომხმარებელთა მეოთხედის სისტემა ასეთივე ძველია.

ეფლის წარმატებული ინოვაციები

მართალია გუგლი ახერხებს ეფლის ინიციატივების კოპირებას, სხვაობა იმაშია, რომ ეფლმა შეძლო საკუთარი წამყვანი როლის გაუმჯობესება iOS-ის ახალი ვერისების გამოშვებაში. შარშან მომხმარებელთა 82% მაისის ბოლომდე გადავიდა უახლეს ვერსიაზე, წელს iOS 9-ზე 84% იყო გადასული ორიოდე კვირით ადრე.

Apple-ს წარმოაჩენენს ისე, რომ თითქოს აიფონების გაყიდვებმა ზღვარს მიაღწია და შემდგომი ზრდისათვის შესაძლებლობა არ არსებობს, მაგრამ რელობა ისეთია, რომ ეფლის გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. და შარშანდელი უზარმაზარი გაყიდვების ფონზე წლევანდელი მაჩვენებლები უარესად ჩანს. თუ შევადარებთ iPhone 6-მდე გაყიდვებს, წლევანდელი წელი უფრო მაღალია და არის ზრდის ტრაქეტორია.

ეფლმა ასევე დაამკიცა, რომ მას შეუძლია ერთდროულად ჰქონდეს მომგებიანი გაყიდვები და ასევე ზარდოს რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც სხვა მწარმოებლებს ბოლო რამდნეიმე წელია უმცირდებათ.

Google VR Daydream აიგნორებს Android Wear-ის კოშმარს

წელს Google I/O-ზე დომინირებდა Daydream, ვირტუალური რეალობის ახალი ალტერნატივა, რომელიც ცდილობს თამაშის წესები უკარნახოს ანდროდის ლიცენზიანტებს მაღალხარისხოვანი სმარტფონების გაყიდვების მოდელში. ამისათვის გამოყენებული იქნება სათვალისა და კონტროლერის ტიპური კონსტრუქცია.

თუმცა ბევრ ლიცენზიანტს უკვე აქვს თავისი VR პროდუქტი, მათ შორის სამუნგს და HTC-ს. რატომ უნდა მოუნდეთ მათ გუგლის აპარატურული დიზაინის გამოყენება, რომელმაც უკვე მრავალჯერ ჩააფლავა ტიპური მოწყობილობების პროექტები, დაწყებული Google TV-დან, Honeycomb, პროექტი Silver, Google One და Android TV-ით დამთავრებული?

ამის გარდა, ჩვენ გვეუბნებიან თიტქმის ყოველ წელს, რომ ეფლის ხანა სმარტონებში დასრულებულია, ვინაიდან არავინ გადაიხდის 650 დოლარს სმარტფონში. მაშინ იგივე ადამიანები რატომ გვეუბნებიან, რომ რეალური შესაძლებლობები მხოლოდ 700 დოლარიან სმარტფონებშია, რომლეზეც ზემოდან კიდევ 100 დოლარი უნდა დაამატო, ვირტუალური რელაობაც რომ მიიღო? აშ, რომელი აზრია უფრო სწორი?

და თუკი მართლაც არსებობს ძვირადღირებული სმარტფონების გაყიდვის რეალური შესაძლებლობა, რომლებიც ძვირ აქსესაურებზეა მიერთებული, ვინ უფრო შეძლებს ამის გაყიდვას, ეფლის, თუ ანდროიდის ლიცენზიანტები, რომლებმაც ვერ შეძლეს ძვირი სმარტფონების გაყიდვა ბოლო ორი წლის განმავლობაში?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეფლი ჩამორჩება სხვებს ორი წლით ვირტუალური რეალობის სფეროში, ჩვენ დიდი აპარატურული ინციტივის გამორებას უფრო სწრაფად ვიხილავთ. გახსოვთ ჭკვიანი საათები?

სამსუნგი და გუგლი სიამაყით აჩვენებდნენ ჭკვიან საათებს ორი წლის განმავლობაში, სანამ არ გამოვიდა Apple Watch და მყისიერად არ გახდა ამ დარგის დომინანტი. ეფლი იმდენად წინ არის პროდუქტების ამ კატეგორიაში, რომ IDC იძულებულია ისინი შეადაროს 88 დოლარიან ფიტბიტებს და 25 დოლარიან შიაომის, რომ მცირედი კონკურენიცია მაინც აჩვენოს ამ ბაზარზე.

Apple Watch ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასით გამოვიდა: 349 დოლარიდან 1099 დოლარამდე. ბაზარზე, სადაც მანამდე სამსუნგი და მოტოროლა ჭკვიანი საათების გაყიდვას 130-300 დოლარის ფარგლებში, ხოლო სხვა მწარმოებლები ახლა 50 დოლარამდე ჩამოვიდნენ. ოღონდაც რომ გაეყიდოთ პროდუქცია.

რამდენაც გონებასთან ახლოა ის ფაქტი, რომ კომპანიები, რომლებიც 500 დოლარზე უფრო ძვირად ვერ ყიდიან სმარტფონებს და ჭკვიან საათებს საერთოდ ვერანაირ ფასში ვერ ყიდიან, შეძლებენ ეფლის დაჯაბნას პროდუქტით, რომელიც ფრიად ღრმა ინტეგრაციას, ზუსტ სენსორულ მართვასა და უმაღლესი ხარისხის შიგთავსს მოითხოვს?

ხმაური ვირტუალური რეალობის გარშემო და სოციალური ქსელების, სარეკლამო-საძიებო სისტემებისა და უამრავი მეორეხარისხოვანი მწარმოებლის პოტენციალი, რომლებმაც ეს ხრიკი უკეთ უნდა შეარულონ, ვიდრე მსოფლიოში ტექნოლოგიების უმსხვილესმა მომწოდებელმა და რომელმაც არაერთხელ კედელთან მიაყენა ისინი პრემიალურ სეგმენტში — შეურაცხადი ლოგიკის კლასიკური მაგალითია.

Google I/O 2016 გვაგონებს 1986 წლის Apple-ს

იმის ნაცვლად, რომ ფიკუსირება მოახდინონ და ახალ დონეზე გადავიდნენ, გუგლი და ალფაბეტი აგრძელებენ დაქსაქსვას უამრავ სხვადასხვა ინიციატივაზე და არ გააჩნიათ მკაფიო გზა რეალური წარმატებისაკენ. ყოველ წელს ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ სტრატეგიას, იმავდროულად ძველი ინიციატივებზე უარის თქმის ფონზე.
ძალიან ბევრი აქვს ამ ყველაფერს საერთო 90-იანი წლების ეფლთან. ჯერ კიდევ 1996 წელს Apple-ს ჰქონდა რამდენიმე, ერთმანეთთან კავშირის გარეშე პლათფრომა, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყირადღების მიპყრობაში. კომპანიას ჰქონდა სხვადასხვა შორსმიმავალი ტექნოლოგიური გეგმა, რომლებიც „ჰა-და-ჰა“ უნდა განხორიცელებულიყო. თანაც არცერთი მათგანი არ იყო ფულის მომტანი. ასევე ეფლი იმ დროს ცნობილი იყო თუ რა ადვილად კლავდა პროექტებს იმ მომენტში, როდესაც ისინი მეტნაკლებად პოპულარული ხდებოდნენ.

დღეს გუგლს აქვს ანდროიდი და Chrome OS, მაგრამ მას არ შეუძლია გაყიდოს ამ სისტემებით აღჭურვილი მოწყობილობები. Chrome ვერ პოულობს მომხმარებელს სასწავლო დაწესებულებების მიღმა, სადაც გუგლის პარტნიორები მოწყობილობებს თვითღირებულებაში ყიდიან. ეს სამწუხაროა, რადგან ვებზე ორიენტირებული მოწყობილობა სწორედ ის არის, რისი გაყიდვაც გუგლს უნდა, ვიდრე ჯავაზე მომუშავე, უსაფრთხოების საკითხში ცუდი რეპუტაციის მქონე პლათფრომა.

ანდროიდთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიდინარეობს სასამართლო დავა ორაკლთან, სადაც გუგლს ბრალი ედება Java API-ს ლიცენზირების დარღვევაში. მაგრამ Chrome OS ვერ გახდა პოპულარული კორპორატიულ მომხმარებელთა შორის, ხოლო მისი დამოკიდებულება ინტერნეტზე ძირითადი ბარიერია მომხმარებელთა შორის გავრცელების ასპეტში.

პროგრამები ChromeOS-ზე!

გუგლის წლევანდელი გადაწყვეტილებაა — ანდროიდის აპლიკაციების გაშვების შესაძლებლობა ChromeOS-ზე, რის შესახებაც ჭორები ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე გამოჩნდა. ეს საშუალებას მისცემდა ჯავა აპლეტების დიდი ოდენობის ნეტბუკებზე გადატანას.

მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმოხილვებში წერდნენ, რომ „ანდროიდი უბრალოდ არ გამოდგება პროდუქტიული მუშაობისათვის“, ძირითადად იმიტომ, რომ არსებული პროგრამები არ არის ოპტიმიზირებული პლანშეტებისათვის.

Devindra Hardawar-მა დაწერა Engadget-ის მიმოხილვაში შემდეგი: „მე ვწერ ანდროიდ პლანშეტების მიმოხილვებს უკვე მრავალი წელია და უბრალოდ სირცხვილია, რომ დღემდე არ არის საკმარისი აპლიკაცია დიდი ზომის ეკრანებისათვის“.

Dieter Bohn-მა დაწერა დაახლოებით იგივე The Verge-ში: „დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აპლიკაციების დიდი ნაწილი, რომლებსაც მე ვიყენებ ანდროიდზე, დღემდე არ არის ოპტიმიზირებული პლანშეტისათვის. აპლიკაციების უმეტესობა ცარიელი სივრცეებისაგან შედგება, რომლებიც ტექნიკურად განკუთვნილია ნებისმიერი ზომის ეკრანისათვის, სინამდვილეში კი ისინი ამ სივრცეს არ იყენებენ. ეს მესამე აპლიკაციების პრობლემაა, თუმცა ეს დაუშვებელია გუგლის აპლიკაციებისათვის“.

ბრენდონ ჩესტერი და ჯოშუა ჰო AnandTech-იდან ასევე აღნიშნავენ, რომ „სამწუხაროდ, Android Marshmallow ვერ მოიტანა რაიმე არსებითი გაუმჯობესება პლანშეტებისათვის… ძირითადი აპლიკაციების დიდი ნაწილი კვლავ სმარტფონის გადიდებული ვერსიებია“.

ყურადღება მიაქციეთ საერთო ტონალობას იმის შესახებ, რომ პრობლემა მდგომარეობს არა მარტო ანდროიდის მრავალ შეზღუდვაში, არამედ იმაშიც, რომ არც გუგლის და არც უცხო კომპანიების აპლიკაციები არ არის ოპტიმიზირებული პლანშეტის ეკრანებისათვის. და როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა ChromeOS-მა?

(გაგრძელება იქნება)

Comments

comments

Leave a Response