სიახლეები

Apple ახალი პროდუქტების პრეზენტაციისთვის ემზადება

475views

Apple ახალი პროდუქტების პრეზენტაციის გამართვას 12-დან 18 სექტემბრამდე გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ვრცელდება. კომპანია ერთდროულად სამი ახალი პროდუქტის iPhone 7, iPhone 7 Pro და iPhone 7 Plus-ის გამოტანას გეგმავს. პროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციები უკვე გავრცელდა. ამბობენ, რომ გაჯეტი 12-მეგაპიქსელიანი კამერით და კორპუსით იქნება აღჭურვილი, რომელიც მას დაიცავს მტვრისა და ნესტისაგან. გარდა ამისა, არ გამოირიცხება რომ iPhone უფრო “ფერადოვანი” იქნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ iPhone 6s-ის და 6s Plus-ის პრეზენტაცია 2015 წლის 9 სექტემბერს გამართა, გაყიდვები კი ბაზარზე 25 სექტემბრიდან დაიწყო. როგორც უცხოური მედია წერს, შესაძლოა, ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ამ ჯერად გაყიდვები 30 სექტემბრიდან დაიწყება.

ამასთან, Apple-ის სმატფონების გაყიდვები რეკორდულ 1 მილიარდს უახლოვდება. ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რეალიზაციის ამ ნიშნულის მიღწევა გაჯეტების მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. გამოცემის ცნობით, ივნისის ბოლოს Apple-ის მიერ გაყიდული iPhone-ების რაოდენობა 987 ერთეულამდე გაიზრდებოდა, კონკრეტული მაჩვენებელები კომპანიის კვარტალურ ანგარიშში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ამასთან, გაჯეტების მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარი ბოლო 2 წელზე მოდის.

წყარო: http://businesscontact.ge/

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი