სიახლეები

როგორ სკოლაში სწავლობენ Google-ის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები

815views

eBay-ის ტექნიკურმა დირექტორმა შვილები უკომპიუტერო სკოლაში შეიყვანა. ასევე მოიქცნენ Googleის, Apple-ის, Yahoo-სა და Hewlett-Packard-ის თანამშრომლები. ამ სკოლას Waldorf of the Peninsula ჰქვია და საკმაოდ ძველმოდურია. ხის თაროები წიგნებითა და ენციკლოპედიებითაა გადატენილი, დაფაზე ცარცით წერენ, ბავშვები ხის მერხებთან სხედან, საშინაო დავალებას ფანქრებით რვეულებში ინიშნავენ. სწავლის დროს არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ ნივთებს. უპირატესობას ფანქარს, კალამს, საკერავ ნემსს და თიხას ანიჭებენ. კომპიუტერი და ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება სკოლაში აკრძალულია და არც სახლშია დაშვებული.

მეორე კლასის მოსწავლეები წრეზე დგანან და ლექსს სწავლობენ, მასწავლებელის წაკითხულ ფრაზას იმეორებენ, ხელით კი ლობიოს ტომსიკას ათამაშებენ. ამ დავალების მიზანი სხეულისა და ტვინის სინქრონიზაციაა.

ეს იმ დროს, როცა სხვა სკოლები კომპიუტერის გარეშე დღეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ აიტის გარეშე სწავლის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ კომპიუტერი ბავშვს უხშობს შემოქმედებით აზროვნებას, ადამიანური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ყურადღების კონცენტრირებას. მშობლებს მიაჩნიათ, რომ თავის დროზე, როცა ბავშვს დასჭირდება, ის აუცილებლად აითვისებს გაჯეტებს.

ფურმანის უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი პედაგოგი და განათლებაზე დაწერილი 12 წიგნის ავტორი, პოლ ტომასი, ამტკიცებს, რომ ბავშვის ცხოვრებაში, სწავლის პერიოდში კომპიუტერი მცირე დოზით ან საერთოდ არ უნდა იყოს. `სწავლა – ადამიანური განცდაა, გამოცდილებით მიღებული ცოდნაა. ტექნოლოგიები ბავშვს უზღუდავენ გრამატიკის, თვლის შესწავლას, კრიტიკულად აზროვნების უნარს უქვეითებენ”.

„როცა ჩემს შვილს დასჭირდება კომპიუტერის შესწავლა, მას ისევე ადვილად ისწავლის, როგორც კბილების გახეხვას. — ამბობს „გუგლის“ თანამშრომელი — ჩვენ მაქსიმალურად ვამარტივებთ პროგრამებს. მაგრამ ის არ უნდა იყოს შეზღუდული არც აზროვნებაში და არც თანატოლებთან ურთიერთობაში“.

თავად მოსწავლეები არ თვლიან, რომ მაღალ ტექნოლოგიებს ცხოვრებას მოკლებულნი არიან. პერიოდულად უყურებენ ფილმებს, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. ბავშვები ამბობენ, რომ ხშირად გული სწყდებათ, როცა მათი მშობლები ან ნათესავები მთელი დღეები გაჯეტებში არიან თავჩარგულები და ცხოვრებას ვერ ასწრებენ, გარშემო მყოფებისთვის ვერ იცლიან.

წყარო: ambebi.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი