სიახლეები

Apple-მა სან ფრანცისკოს ახალი მაღაზიის შიდა კიბისთვის მილიონი დოლარი დახარჯა

520views

Apple-მა სან ფრანცისკოს ახალი მაღაზიის შიდა კიბისთვის მილიონი დოლარი დახარჯა. მთლიანი შენობის კონსტრუირება კომპანიას დაახლოებით 23 600 000 დოლარი დაუჯდა. აღნიშნული თანხა Apple-ს შენობის დასრულებამდე ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ Business Insider მიიჩნევს, რომ კომპანიას შენობა გაცილებით ძვირი დაუჯდა.

სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ შენობის ექსტერიერზე 19 მილიონი დოლარი დახარჯა, შენობაზე გაკეთებული ლოგო კი 2 ათასი დოლარი დაჯდა. მაღაზიაში მილიონნახევრის ღირებულების ეკრანია დამონტაჟებული, მისი დაცვის სისტემა კი 50 ათასი დოლარი ღირს. Apple-ის ახალ მაღაზიას ელექტროენერგიით 800 ათასი დოლარის ღირებულების მზის ენერგიის ბატარეები ამარაგებს. სან ფრანცისკოს მაღაზია Apple-ის ახალი კონცეფციის შედეგია.

წყარო: bnp.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი