სიახლეები

უკვე მეექვსედ, Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა

547views

ჟურნალი Forbes მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგში პირველ პოზიციას უკვე მეექვსედ ამერიკული კორპორაცია Apple იკავებს. გამოცემის ცნობით, კორპორაცია Apple-ის ღირებულება 154.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე Google-ია, რომლის ღირებულება 82.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, მესამე ადგილზეა — Microsoft, რომლის ღირებულება 75.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.ხუთეულში ასევე შედის კომპანია Coca-Cola და სოციალური ქსელი Facebook. Coca-Cola-ს ღირებულება 58.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო Facebook-ის — 2.6 მილიარდ აშშ დოლარს.25 ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდს შორის მოხვდა კომპიტერული ტექნოლოგიების კომპანია IBM და Intel-იც, ავტომწარმოებლები Toyota, BMW, Mercedes-Benz და Honda, ასევე სწრაფი კვების ობიექტი McDonalds-ი და კომპანია Disney.

ჟურნალი Forbes მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების რეიტინგს 2010 წლიდან ადგენს. ამ პერიოდის შემდეგ ყველაზე ცნობილი ბრენდების რეიტინგში კორპორაცია Apple-ი პირველ ადგილს იკავებს.

წყარო: ipress.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი