სიახლეები

ბენტლიმ Apple Watch-ისთვის აპლიკაცია გამოუშვა

573views

ბენტლიმ სპეციალური აპლიკაცია მხოლოდ apple-ის საათისთვის გამოუშვა, რომლის მეშვეობითაც ბენტლის კროსოვერის,  Bentayga-ს  რამდენიმე ფუნქციის მართვაა შესაძლებელი.

„ჭკვიანი“ საათის მეშვეობით შესაძლებელია: კლიმატ კონტროლის მართვა, სავარძლების მასაჟის გააქტიურება და მულტიმედიური სისტემის მართვა. ასევე საათის ეკრანზე შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გამოტანა როგორიც არის:  ავტომობილის სიჩქარე, გადაადგილების მარშრუტი და გავლილი მანძილი. აპლიკაცია Bluetooth-ის მეშვეობით მუშაობს, ასე რომ მისი გამოყენება უშუალოდ ავტომობილში ან მასთან ახლოს ყოფნის დროსაა შესაძლებელი.

Bentley Bentayga, პირველი კროსოვერია ინგილუსური ბრენდის ისტორიაში. ეს ავტომობილი 2015 წელს გამოჩნდა ბაზარზე. ავტომობილში 6,0-ლიტრიანი ბენზინის ტვინ-ტურბო W12 სიძლიერის ძრავი დევს. საერთო სიმძლავრე კი 608ც.ხ არის. 100 კმ/სთ განვითარება კი 4 წამში შეუძლია.

წყარო: mysports.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი