სიახლეები

რა იწინასწარმეტყველა სტივ ჯობსმა ტექნოლოგიებზე 20 წლის წინ

635views

ორი ათეული წლის წინ — 1996 წელს Apple-ის დამფუძნებელმა სტივ ჯობსმა ერთ-ერთ პრეზენტაციაზეა ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრა. ეს ის წელი იყო, როდესაც Google ჯერ ისევ სტარტაპი იყო, „ამაზონი“ ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდა და წიგნებს ჰყიდდა, ყველაზე მოთხოვნადი ოპერატიული სისტემა კი Windows 95 იყო.

იმავე წელს ჯობსმა ინტერვიუ მისცა ცნობილ გამოცემა Wired, სადაც ტექნოლოგიების მომავალი იწინასწარმეტყველა.

არც ერთი ნაბიჯი ინტერნეტის გარეშე

1996 წელს ვებ-სფერომ ოფიციალურად მიიღო მსოფლიოს საინფორმაციო ქსელის სტატუსი, შესაბამისად, მისი მასშტაბების განსაზღვრა მხოლოდ ამ სფეროს გამოცდილ სპეციალისტს შეეძლო. სწორედ ჯობსის დამსახურებაა კონცეფციის „ქსელთან წვდომა შეუზღუდავად“ შექმნა, რომელიც სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ადამიანი უინტერენეტოდ აღარ იქნებოდა. თავად ჯობსი კი ამბობდა, რომ ინტერნეტი ისეთ მნიშვნელობას შეიძენდა, რომ მის გარეშე ნაბიჯს ვეღარ გადავდგამდით.

ბიზნესი ინტერნეტში გადავა

კითხვაზე, ვინ იქნება ლიდერი ინტერნეტში, Apple-ის აღმასრულებელმა უპასუხა, რომ ეს იქნებიან ადამიანები, ვინც პროფესიონალურად იქნება დაკავებული ვაჭრობით. „თავდაპირვეალდ ისინი ინტერნეტში უამრავ მაღაზიას გახსნიან, შემდეგ მომხმარებელს მიაჩვევეს, რომ მომსახურებაც და პროდუქტიც იქ შეიძნოს, შემდეგი კი ძირითად ფინანსურ ნაკადზე კონტროლს დაამყარებს“, — ამბობდა სტივ ჯობსი. მისი თქმით, გარდამტეხი მომენტი მაშნ დადგებოდა, როდესაც ონლაინ-გარიგებების წილზე საცალო ვაჭრობა 10%-ს მიუახლოვდება. აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ელექტრონული კომერციის წილი 2014 წელს 7,5%-ს შეადგენდა.

ისინი, ვინც ინტერნეტს დააიგნორებენ, კრახს განიცდიან

სტივ ჯობსის თქმით, რაც უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ინტერნეტი ადამიანის ცხოვრებაში, მით მეტ პრობლემას შეუქმნის ეს კომპანიებს, ვინც ინტერნეტზე უარს იტყვის.

აპლიკაციების პოპულარობა

Ajax-ისა და Web 2.0-ის წარმოშობამდე, Apple-ის დამფუძნებელმა იწინასწარმეტყველა, რომ გაჩნდებოდა აბსოლუტურად ახალი პროდუქტი – ვებ-აპლიკაცია.

პერსონალური კომპიუტერების კრიზისი

გამოცემა Wired-თან ინტერვიუში სტივ ჯობსმა აღნიშნა, რომ მომდევნო 10-15 წელიწადში პერსონალურ კომპიუტერებს კრიზისი ხანა დაუდგებოდა.

წყარო: bnp.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი