სიახლეები

Apple-მა ჩინეთში iPhone-ის სახელის გამოყენების ექსკლუზივი დაკარგა

278views

Apple-მა ჩინეთში iPhone-ის სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე უფლება დაკარგა, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული სახელით პროდუქციის გაყიდვის უფლება სხვა კომპანიებსაც მიეცათ.

ჩინეთის სასამართლომ დაადგინა რომ iPhone არ იყო ქვეყანაში “პოპულარული ბრენდი”, მანამ სანამ სხვა ადგილობრივი კომპანიებიც დაიწყებდნენ მისი სახელის გამოყენებას 2007 წელს. შესაბამისად სახელის მფლობელი ადგილობრივი Xintong Tiandi Technology-იც არის. კომპანიას ბრენდის სახელის გამოყენება მობილური ტელეფონის ქეისებზე, საფულეებსა და სხვა აქსესუარებზეც შეუძლია.

ჩინეთი Apple-სთვის ნომერ მეორე ბაზარია გაყიდვების კუთხით, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში iPhone-ების გაყიდვები შემცირდა, რამაც კომპანიის მთლიან გაყიდვებზეც და საბოლოოდ აქციების ვარდნაზეც იქონია გავლენა.

Apple-მა სავაჭრო მარკაზე ნებართვა პირველად 2002 წელს მოითხოვა. ჩინურმა Xintong-მა კი სახელის გამოყენება ქვეყანაში iPhone-ის გაყიდვების დწყებიდან მალევე მოითხოვა.

წყარო: http://businesscontact.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი