სიახლეები

რატომ არ აძლევდა სტივ ჯობსი შვილებს აიპედის ხმარების ნებას

444views

აიპოდის, აიპედის და აიფონის წარმატებამ სტივ ჯობსს მილიონობით დოლარი და მსოფლიო აღიარება მოუტანა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჯობსმა ტექნოლოგიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა, შვილებს ელექტრონული მოწყობილობების ხმარებას უკრძალავდა.

2014 წელს პირველი აპედის გამოსვლის შემდეგ New York Times-ის ჟურნალისტმა კითხა სტივ ჯობსს, მოსწონდათ თუ არა მის შვილებს ახალი მოწყობილობა.

„მათ აიპედი არ გამოუყენებიათ, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას სახლში ვზღუდავთ,“ – უპასუხა ჯობსმა.

Apple-ის დამფუძნებლის შესახებ ბიოგრაფიული ნაშრომის ავტორი, უოლტერ აიზეკსონი ამბობს, რომ ყოველ საღამოს სტივი ოჯახის წევრებთან ერთად სამზარეულოში დიდ მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე და ვახშმის პარალელურად წიგნებს, ისტორიულ მოვლენებსა და სხვა საკითხებს განიხილავდა.

„არცერთი საღამო მათ აიპედთან და კომპიუტერთან არ გაუტარებიათ, ბავშვები არ არიან მიჯაჭვული ამ მოწყობილობებზე,“ – ამბობს აიზეკსონი.

წყარო: fortuna.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი