სიახლეები

Apple, Facebook, Twitter, WhatsApp ერთად FBI-ს წინააღმდეგ!

819views

ბრძოლა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და მათი პირადი მონაცემების დაცვისთვის კოდირების გასაძლიერებლად უკვე დაწყებულია. ამ კამპანიის წამომწყებად კი, შეგვიძლია Apple-ს მადლობა გადავუხადოთ.

მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამო FBI-მ Apple-ს ეჭვმიტანილის პირადი მონაცემების გამხელა სთხოვა, კომპანიას უდიდესი თავსატეხი გაუჩნდა – ერთის მხრივ, ეს იქნებოდა ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, გამოდიოდა მომხმარებლის პირადი მონაცემების გამჟღავნება, რაც ასევე, დანაშაულია.

Apple-მა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, კომპანია იბრძოდა იმისთვის, რათა თითოეული მომხმარებლის პირადი მონაცემები საგულდაგულოდ ყოფილიყო დაცული და თუ FBI-ს ეჭვმიტანილის პირად მონაცემებს გადასცემდნენ, ეს მათი მხრიდან უდიდესი დანაშაული იქნებოდა მილიონობით ადამიანის წინაშე. ამჯერად Apple-მა FBI-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რაც ერთგვარი კამპანია აღმოჩნდა Facebook-ის და WhatsApp-ისთვისაც.

მარკ ცუკერბერგმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ Facebook-ი და WhatsApp-ი Apple-თან ერთად იწყებენ ბრძოლას საკუთარი მომხმარებლების პირადი მონაცემების კოდირების გასაძლიერებლად.

წყარო: http://www.okmagazine.ge

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი