სიახლეები

Samsung-ს მიბაძვის გამო, Apple-ი 2011 წლიდან უამრავი მილიონით სჯის!

522views

კომპანია Apple-მა, Samsung-ისგან, საპატენტო უფლებების დარღვევის გამო, კიდევ 180 მილიონი აშშ დოლარი მოითხვა, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

სარჩელი ეხება „სამსუნგის“ ხუთ მოწყობილობას, რომელმაც, “ეფლის” მოსაზრებით, დაარღვია საპატენტო უფლებები და გაიყიდა 2012 წლის შემდეგ, მას მერე, რაც სასამართლომ უკვე დამნაშავედ სცნო კომპანია “სამსუნგი”.

„საპატენტო ომები“ ორ კომპანიას შორის, 2011 წელს დაიწყო, როცა „ეფლმა“ კომპანია „სამსუნგს“ სასამართლოში უჩივლა, iPhone-ის დიზაინის მქონე მოწყობილობის დამზადებისათვის. 2012 წელს, სასამართლომ „სამსუნგი“ დამნაშავედ სცნო და მას 930 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მაისში, აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული თანხა 382 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირა. 14 დეკემბერს, „სამსუნგმა“ ჯარიმის სახით 548 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. კიდევ ერთ სარჩელს კომპანია „ეფლი“ „სამსუნგის“ წინააღმდეგ კალიფორნიის შტატში, მარტში განიხილავს.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი