სიახლეები

Apple ელექტრომობილის წარმოებისთვის „ვეტერანების“ გუნდს აგროვებს

337views

Apple-მა, Fiat Chrysler Automobiles-ის (FCA) ყოფილი ტოპ-მენეჯერი, დუგ ბეტსი დაიქირავა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, ავტოინდუსტრიის „ვეტერანების“ გუნდს აგროვებს, რათა ისინი საკუთარი პირველი ელექტრომობილის შემუშავებაზე ამუშაოს. ადრე ბეტსი ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობდა Michelin-ში, Nissan-ში და Toyota-ში და მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო FCA, სადაც პირველი უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო ხარისხის კონტროლის გლობალურ განყოფილებაში. ის Apple-ს ივლისში შეუერთდა და სამრეწველო განყოფილების თანამშრომელი გახდა.

ცოტა ხნით ადრე კი Apple-მა Tesla Motors-ის და ელექტრომობილების წარმოებით დაკავებული სხვა კომპანიების თანამშრომლები დაიქირავა.

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი