სიახლეები

უცნობი სტივ ჯობსი

579views

სტივ ჯობსს, სირიული ფესვები ჰქონდა – მისი ბიოლოგიური მამა იყო აბდულფათაჰ ჯანდალი.

სტივის დამ, მონა სიმპსონმა, პირველ რომანში – „ყველგან, ოღონდ აქ არა“, მშობლებთან ურთიერთობა აღწერა. და-ძმამ, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სფეროში იყვნენ წარმატებულები, მხოლოდ 1990-იან წლებში გაიგეს, რომ მათ ერთი და იგივე მშობლები ჰყავდათ. ჯობსის ბიოლოგიური მშობლები ეჭვობდნენ, რომ შესაბამის აღზრდას ვერ მისცემდნენ და მის გაშვილებაზე შეიტანეს განაცხადი. მოთხოვნა ერთადერთი იყო – მომავალ მშობლებს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონოდათ. აღმზრდელებმა იცრუეს – აღმზრდელ დედას საშუალო განათლებაც არ მიუღია, თუმცა სტივს კოლეჯი დაამთავრებინეს.

სტივი იყო პესკეტარიანელი – მიირთმევდა რძის პროდუქტებს, კვერცხს, თევზს, მაგრამ, არ ჭამდა ხორცს. მან არ აღიარა პირველი შვილი, რადგან, მიაჩნდა, რომ უნაყოფო იყო. სტივს 48 ზომის ფეხსაცმელი სჭირდებოდა.

1977 წელს, როდესაც Apple II-მა პოპულარობა მოიპოვა, 25 წლის ჯობსი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდა. 1983 წელს ჯობსმა დაარწმუნა ჯონ სკალი, Pepsi-Cola-დან Apple-ში გადასულიყო. ბოლოს კი მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ჯობსმა Pixar-ის სტუდია 10 მილიონ დოლარად იყიდა და „დისნეის” კომპანიას 7,5 მილიარდად მიჰყიდა. სტივ ჯობსი Apple-ის თანამშრომელთა 90 პროცენტს არასდროს შეხვედრია.

სტივი თავად მართავდა ავტომობილს – Mercedes SL55 AMG – სანომრე ნიშნის გარეშე და ყოველთვის ინვალიდთა სადგომზე აყენებდა. ჯობსი მრავალი წლის განმავლობაში იყო Beatles-ის ფანი. უყვარდა კლასიკური მუსიკა,  განსაკუთრებით – ბახი და… ბარბარა სტრაიზანდის შემოქმედება.

2008 წლის 29 აგვისტოს Bloomberg-ის ახალი ამბების განყოფილებამ სტივ ჯონსის 17-გვერდიანი ნეკროლოგი გამოაქვეყნა. საბედნიეროდ, სიმართლე მალე გაირკვა და ეკრანებზე გაჩნდა წარწერები: „ცნობა ჩემი სიკვდილის შესახებ მეტად გადაჭარბებულია.”

Comments

comments

Leave a Response

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

საქართველოს ეფლის მომხმარებელთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი