სიახლეები

Apple აიძულებს სპეცსამსახურებს შეწყვიტონ თვალთვალი

463views

სკანდალურმა ისტორიებმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან დაკავშირებით მომხმარებლებში სერიოზული უნდობლობა გამოიწვია იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ პირადი მონაცემების შენახვა. რასაკვირველია, ეს ამ კომპანიების რეპუტაციას ძალიან აზიანებს, ამიტომ Apple-ისა და Google-ის ამასწინდელი ინიციატივა სრულიად ლოგიკური ჩანს.

ხვალ აშშ-ს სენატში ჩატარდება კენჭისყრის პროცედურა იმ კანონმდებლობასთან დაკაშირებით, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის მიღებას. სამმა კომპანიამ განაცხადა, რომ აქტიურად მოახდენენ კანონის იმ ვერსიის ლობირებას, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს სახელმწიფოს მხრიდან პირად ინფორმაციასთან წვდომას. კერძოდ, Apple, Google და Facebook აპირებენ მოითხოვონ, რომ ასეთი სახის ინფორმაციის მიღებამდე ტავდაპირველად წარმოდგენილი იქნეს სასამართლოს დადგენილება.

მიზეზი, რომლის გამოც ასე აქტიურად ხდება კანონმდებლობის ლობირება, მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ სენატის უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, რომლებიც ყოველთვის სახელმწიფოს როლის გაზრდაზე ფიქრობენ და სურთ მოქალაქეთა კონტროლის გაზრდა. ახალი სენატი იანვარში დაიწყებს მუშაობას და ამ პერიოდამდე კანონის მიღების შანსი უფრო მაღალია.

Comments

comments

Leave a Response