სიახლეები

ტიმ კუკი: ჩვენ გვინდა გაგაკვირვოთ, თუ როგორ იყავით Apple Watch-ის გარეშე

479views

ამ კვირას ტიმ კუკი იყო ჩინეთში და როგორც ყოველთვის ის არა მარტო ბიზნეს პარტნიორებს, არამედ პრესასაც შეხვდა. ინტერვიუში ინფორმაციულ სააგენტო „სინხუა“-სთან, Apple-მა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება Apple Watch-ზე, გაჯეტი რომელიც ყველამ ნახა ჯერ ხელში თითქმის არავის სჭერია.

„ჩვენი მიზანია — გავოცდეთ, თუ როგორ ვცხოვრობდით ჭკვიანი საათის გარეშე. სწორედ ასე გამოიყურება ნამდვილად კარგი პროდუქტის ტესტი: იფიქრებ, თუ როგორ ვცხოვრობდით მის გარეშე აქამდე? მე ვფიქრობ, რომ Apple Watch ჩააბარებს ამ ტესტეს“ — აცხადებს Apple-ის CEO.

ის ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ საათს გააჩნია არაჩვეულებრივი პოტენციალი: „მოწყობილობას აქვს იმდენი შესაძლებლობა რომ, Apple-ის თანამშრომლები, რომლებიც აკეთებდნენ მოწყობილობას 3 წელი, ვერც წარმოიდგენდნენ ამას“.

სწორედ ამიტომ ტიმ კუკს არ ანაღვლებს კონკურენტები: მისი აზრით, ასეთი მოწყობილობების დიდი არჩევანი აუცილებელია რომ იყოს და ყოველ შემთხვევაში მომხმარებელი მაინც აირჩევს გაჯეტს კუპერტინოდან…

Apple-მა ხაზგასმით გამოაცხადა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამომშვებისთვის ახალი განვითარებადი ბაზარი. „ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუშვებთ, გაიშვება ასევე ჩინეთშიც. Apple Pay-ის სისტემა პირველ რიგში“.

შეგახსენებთ რომ, ამ შემოდგომას Apple-მა წარადგინა მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების საინტერესო სიახლეები. აქ შედის iPhone 6, iPhone 6 Plus, iPad Air2, iPad mini 3, Apple Watch და Apple Pay. ასევე iMac-ი 5K გარჩევადობის ეკრანით და Mac mini. გარდა ამისა, წინა ფინანსური კვარტალი გახდა გიგანტისთვის განსაკუთრებით წარმატებული: კვლავ რეკორდული მაჩვენებლებით.

Comments

comments

Leave a Response