ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 16 სექტემბერი

397views

1985 წლის 16 სექტემბერს, როდესაც ამბიციურმა სტივ ჯობსმა გადაწყვიტა შეეცვალა სიტუაცია Apple-ში თავის სასარგებლოდ, ეს მან ვერ შეძლო. უფრო მეტიც, განიცადა რა უსიტყვო მარცხი, ის იძლებული გახდა კომპანიიდან წასულიყო, ხოლო მისი დაკავება არავის მოსვლია თავში. მე ვიტყოდი, მას უბიძგეს ამ გადაწყვეტილებისაკენ. მაგრამ გავიდა 12 წელი და 1997 წლის 16 სექტემბერს სტივ ჯობსი დაბრუნდა Apple-ში.

მან „კომპანიის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის“ თანამდებობა დაიკავა. ანუ ინგლისურად „interim“, ჰოდა ჰამოვიდა ახალი აბრევიატურა — iCEO.

მაგრამ დაბრუნების მერეც კი, დირექტორთა საბჭო არ წყვეტდა მუდმივი დირექტორის პოვნის მცდელობას.

სანამ ისინი ამ უაზრო საქმით იყვნენ გართულნი, სტივ ჯობსმა ბრწყინვალეთ შეძლო Apple-ის საქმეების მოწესრიგება: მან მოაგვარა ყველა პრობლემა, აღადგინა მოგება, ასევე უხელმძღვანელა iMac-ის შექმნას, რომლის ეკრანზე გამოჩნდა ცნობილი ფრაზა „Hello (again)“.

ეს iMac ნამდვილი სენსაცია გახდა და პირველად ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ბაზარზე ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ბოლო-ბოლო, სტივი, როგორც იცით, დარჩა კომპანიაში, ხოლო მეტსახელი iCEO ძალიან კარგად მოირგო.

Comments

comments

Leave a Response