ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1985 წლის 15 ივლისი

370views

ამ პორტალის მკითხველთა უმრავლესობამ, რომლებიც ასე, თუ ისე ინტერესდებიან კომპიუტერული ტექნოლოგიებით, იცის, თუ როგორ იმოქმედა კომპანია Xerox-მა Apple GUI-ს განვითარებაზე. მაგრამ, შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, თუ როგორ გახადა კომპანია Kodak-მა Macintosh-კომპიუტერი სიცოცხლისუნარიანი.

Mac-კომპიუტერების გაყიდვები დადგემილ მაჩვენებლებს მხოლოდ პირველი რამოდენიმე თვე შეესაბამებოდა, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ გაყიდვებმა კლება იწყეს. სისტემას აკლდა ის რაღაც გამორჩეული მომენტი სამომხმარებლო ინტერფეისში. ეს შეიცვალა მას შემდეგ, რაც Kodak-მა გამოისყიდა Atex. ამ კომპანიაში თავიდან მუშაობდა პოლ ბრეინერდი, მაგრამ გამოსყიდვის შემდეგ ის უმუშევარი დარჩა.

ბევრი თავისუფალი დროის გამო, პოლმა დაიწყო Aldus PageMaker-ის შექმნა. პროგრამისა, რომელმაც Mac-თან და LaserWriter-თან ერთად პრინციპიალურად შეცვალა მომხმარებლების შეხედულებები Mac-ზე. ამ პროგრამის წყალობით, კომპიუტერის შეძენა იმათმაც კი დაიწყეს, ვისაც ეს უკანასკნელი ცხოვრებაში ნანახიც კი არ ჰქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Mac-ის შეძენა მრავალმა მსხვილმა კორპორაციამ დაიწყო.

Aldus PageMaker-ის საბოლოო ვერსია, რომელმაც გადაარჩინა Mac, 1985 წლის 15 ივლისს გამოვიდა.

Comments

comments

Leave a Response