ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1970 წლის 1 ივლისი

428views

Apple-ის ბევრმა მოყვარულმა იცის Xerox PARC-ისა და ჩვენი საყვარელი კომპანიის ურთიერთობის შესახებ. მათთვის, ვინც არ იცის, ამ სტატიაში გაგაცნობთ ორი კომპანიის ურთიერთობის ისტორიას. ჯერ მოდი გავშიფროთ, თუ რას ნიშნავს ეს აბრევიატურა, Xerox PARC: Xerox Palo Alto Research Center (კომპანია Xerox-ის პალო ალტოს კველვითი ცენტრი). სწორედ ამ კვლევით ცენტრში მიიღეს Apple-ის თანამშრომლებმა საშუალება ენახათ მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. სხვათაშორის, ეს „საჩუქარი“ უფასო არ ყოფილა: Apple-მა Xerox-ს საკუთარი მილიონი აქციის ყიდვის უფლება მისცა, ჯერ კიდევ პირველად საჯარო განთავსებამდე.

მაგრამ თუ ბევრმა იცის Xerox PARC-ის შესახებ, ცოტას თუ ეცოდინება იმის შესახებ, რომ მაგალითად PIXAR დაფუძნებული იყო ამ კვლევითი ცენტრის ყოფილი თანამშრომელბის მიერ და სხვათაშორის, კომპანია Adobe-ც. Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი ასევე მუშაობდა Xerox PARC-ში თავის დროზე.

პირველი ლაზერული პრინტერი სწორედ ამ კვლევით ცენტრში შეიქმნა. თუმცა მარტო ამით არ არის ცნობილი Xerox PARC. ის 1970 წლის 1 ივლისს დაფუძნდა და უკვე 70-იან წლებში შეიქმნა მაუსი, ლაზერული პრინტერი, ნოუთბუკის პირველი მოდელი, პროგრამირების ენა Smalltalk, Ethernet-ქსელები, ენა InterPress და უკვე ხსენებული მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი.

სწორედ ეს გრაფიკული ინტერფეისი იქნა გამოყენებული კომპიუტერში Xerox Alto, რომელიც გახლდათ Apple Macintosh-ის წინამორბედი. მაგრამ არა მხოლოდ Apple-ისთვის იმუშავეს ცენტრის თანამშრომლებმა: მათ მიერ შეიქმნა აგრეთვე პრინციპი WYSIWYG („რასაც ხედავ ეკრანზე, იმას მიიღებ“) და პირველი ასეთი ტექსტური რედაქტორი Bravo — Microsoft Word-ის წინამორბედი.

Comments

comments

Leave a Response