სიახლეები

OS X 10.10 ოთხ ბუნდოვან სურათში

528views

ეს იყო Reddit-ზე: თორმეტიოდე საათის წინ ამ რესურსის „მაკ“-განყოფილებაში დაიდო ოთხი ბუნდოვანი ფოტო, რომელზეც თითქოსდა „ახალი OS X“ არის გამოსახული. ამ მომენტისატვის სურათები უკვე წაშალეს, თუმცა კეთილმა ადამიანებმა მოასწრეს მათი მოქაჩვა და გავრცელება.

ამ სურათების დეტალური შესწავლის შემდეგ თავში მოგვდის აზრი, რომ ახალ სისტემაში, 10.10, გაჩნდება საკუთარი Control Center, რომელიც მსგავსი იქნება iOS-ში არსებულისა. ნახევრად გამჭვირვალე პანელი გამოდის ეკრანის მარცხენა მხრიდან და გვიჩვენებს სისტემის პარამეტრებს, About This Mac ფანჯრის შიგთავსს, Airplane Mode-ს, Do Not Disturb-ს, AirPlay და AirDrop-ს, აგრეთვე Airport-ისა და Bluetooth-ის ჩამრთველებს. ხოლო ქვემოთ განთავსებულია კლასიკური ღილაკები: „გამორთვა“, „ხელახლა ჩატვირთვა“, „ძილის რეჟიმი“ და „სისტემიდან გამოსვლა“.

ეკრანის მარჯვენა მხრიდან, როგორც ადრე, გამოჩნდება შეტყობინებათა ცენტრი, რომელიც ახალ ვერსიაში საოცრად დაემსგავსა iOS-ის „Today“-ს. თქვენით შეაფასეთ:

ორ დარჩენილ კადრზე ჩანს: ბრაუზერი Safari (ბრტყელი ღილაკებით და მსხვილი ხატულებით „რჩეულების“ სიაში)…

…და დოკი — უკვე ჩვეული და ნაცნობი სამგანზომილებიანი თარო წარსულს ბარდება (მის ნაცვლად iOS 7-ის მსგავსი ნახევრადგამჭვირვალე პანელია), ხოლო Finder-ის ხელახლა დახატული ხატულა პრაქტიკულად ფონს ერწყმის:

ყოველივე ზემოტქმულს დავამატებთ ერთს: სინამდვილეში ყველა ეს სურათი არაფრის მთქმელია — თუ დავხედავთ ერთ-ერთ სურათზე თარიღს, ისინი 24 მარტს არის გადაღებული. შესაძლოა, რამე შეიცვლა მის მერე.

Comments

comments

2 Comments

Leave a Response