ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1979 წლის 29 მაისი

396views

მაიკ მარკულამ ერთხელ ჰკითხა ჯეფ რასკინს (Jef Raskin), ხომ არ იყო ის დაინტერესებული  შეექმნა ახალი სათამაშო კომპიუტერი, 500 დოლარამდე ღირებულებით. ჯეფმა უარი თქვა, თანაც სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპიუტერს სათამაშო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. და კიდევ იმიტომ, რომ მას უკვე მზად ჰქონდა იაფი კომპიუტერის კონცეფცია.

ჯეფი ფიქრობდა შეექმნა კომპიუტერი, არა ისეთი რთული, როგორც Apple II, არამედ მარტივი, რომელიც მომხმარებლის უმთავრეს მოთხოვნილებებს გადაფარავდა. თანაც ყველაფერი უნდა ჩატეულიყო ერთ კორპუსში, ეკრანთან და კლავიატურასთან ერთად (პრინტერიც კი ამავე კორპუსში უნდ აყოფილიყო), შეძლებისდაგვარად უნდა ჰქონოდა აკუმულატორები და 20 კილოგრამზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მოწყობილობა უნდა ყოფილიყო იმდენად მარტივი, რომ მუშაობისათვის სახელმძღვანელოც კი არ დაგჭირდებოდათ!

ჯეფ რასკინმა მას ოფიციალურად PITS — for „Person in the Street“ (ქუჩიდან მოსული ადამიანისათვის), ხოლო კერძო საუბრებში Macintosh-ს უწოდებდა.

ამ დღეს, 1979 წლის 29 მაისს, ამ მოწყობილობის კონცეფცია და მახასიათებლები Apple-ში ოფიციალურად გაფორმდა.

Comments

comments

Leave a Response