ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 27 მაისი

481views

1980 წლის დეკემბერში Apple ატარებს აქციების პირველად განთავსებას (IPO) და ხდება საჯარო კომპანია. თუ თქვენ იყავით კომპანიის თანამშრომელი დაფუძნების დღიდან, სრულიად შესაძლებელია, რომ მილიონერი გამხდარიყავით ამის შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ Apple-ის თანამშრომელთა უმრავლესობისათვის, მილიონერი მხოლოდ სამიოდე ათეული გახდა.

მათ შორის, ვინც კომპანიას ძალიან ბევრი რამ შესძინა, ხოლო სანაცვლოდ პრაქტიკულად არაფერი არ მიუღია, იყო Apple-ის ერთ-ერთი პირველი თანაშრომელი დენიელ კოტკე (Daniel Kottke). ის სტივ ჯობსის მეგობარი იყო ჯერ კიდევ კომპანიის დაარსებამდე. „სულიერი გასხივოსნების ძებნაში“ მათ ერთად იმოგზაურეს ინდოეთში. დენიელმა და სტივ ვოზნიაკმა ავტოფარეხში ააწყვეს Apple-ის პირველი კომპიუტერი. და ის იღებდა მონაწილეობას Apple II-ის, Apple III-ის და Macintosh-ის შექმნაში.

მაგრამ როდესაც დენილემა ჰკითხა ჯობსს აზრი იმის შესახებ, თუ რამდენ აქციას მიიღებდა, მიიღო პასუხი: „შესანიშნავია! მე მოგცემ ნოლს!“ («Great, I’ll give zero»).

აქციების გარეშე დარჩნენ არა მარტო Apple-ის თანამშრომლები. მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებლები ძალიან უკმაყოფილო დარჩნენ იმით, რომ ვერ შეძლეს კომპანიის აქციების შეძენა. ამის მიზეზი იყო შტატის კანონი, რომელიც კრძალავდა აქციების შეთავაზებას, რომელთა ღირებულება 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე მოგება.

ამ დღეს, 1981 წლის 27 მაისს, Apple-ის აქციების მეორე ტრანშის განთავსების შემდეგ, შტატის მაცხოვრებელთა უკმაყოფილება აღმოფხვრილ იქნა.

Comments

comments

Leave a Response