ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 22 მაისი

590views

თავის დროზე Apple-ს დიდ იმედებს ამყარებდა Newton-ზე, პირველ პერსონალურ ციფრულ თანაშემწეზე. მაგრამ მისი გაყიდვები დაბალი იყო. საჭირო იყო მოწოყბილობის ბედის გადაწყვეტა.

Newton ხელსაყრელი იყო, რომ არ ყოფილიყო ის უზარმაზარი დანახარჯები, მის შექმნას რომ მოჰყვა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ის თვითღირებულებაზე მეტად იყიდებოდა და თუნდაც მცირე, მაგრამ შემოსავალი მოჰქონდა.

და აი Apple იღებს ფრიად ეშმაკურ გადაწყვეილებას, რომლის შედეგად იმედი აქვს მიიზიდოს ახალი ინვესტორები Newton-ის პროექტში. იმისათვის, რომ დანახარჯების უზარმაზარი ტვირთი არ დააწვეს თვითღირებულებას, საჭიროა ამ დანახარჯების ამოგდება მისი ისტორიიდან. ამის გაკეთება კი შესაძლებელია წარმოების ცალკე კომპანიად გამოყვანით. შედეგად მივიღებთ ახალ კომპანიას, დანახარჯების ისტორიის გარეშე.

1997 წლის 22 მაისს პროექტი Newton დამოუკიდებელი კომპანია გახდა.

Comments

comments

Leave a Response