ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 14 მაისი

170700_JJ1
309views

თავისი ისტორიის მანძილზე, Apple-ს საკმაო რაოდენობის სერვერი აქვს გამოშვებული. მაგრამ თავიდან მისი სერვერები ფაქტიურად პროფესიული „მაკების“ გაუმჯობესებული ვერსიები გახლდათ. სერვერი სამაგიდე კომპიუტერის ფორმ-ფაქტორში — ფრიად მოუხერხებელი რამ არის. ახალი საუკუნე საკითხისადმი ახლებულ მიდგომას მოითხოვდა Apple-ისაგან, თუკი მას სურდა სერვერულ ბაზარზე დარჩენა.

საბოლოო ჯამში, Apple სწორი გზით წავიდა. ახალ სერვერს Xserve დაარქვეს. ის უკვე ე.წ. „ერთიუნიტიან“ მოწყობილობას წარმოადგენდა და შესაძლებელი იყო სასერვერი კარადაში მისი დამონტაჟება. სერვერი 1 გჰც ორი ცალი G4 პროცესორით იყო აღჭურვილი.

მას შეეძლო Xserve RAID დისკურ მასივთან მუშაობა.

ამ დღეს, 2002 წლის 14 მაისს, Apple-მა წარმოადგინა თავისი პირველი Xserve.

Comments

comments

Leave a Response