ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1984 წლის 3 მაისი

382views

ბევრი პრეტენზია არსებობდა პირველ მაკებთან. მეხსიერების შეზღუდული მოცულობა (128 კბაიტი), გაფართოების შესაძლებლობის გარეშე, მრავალი შეცდომა პროგრამულ უზრუნველყოფაში. მაგრამ ყველაზე ცნობილი და ფრიად არასასიამოვნო წუნი იყო „Disk Swapper’s Elbow“. ნეტ-ნაკლებად ლიტერატურულად რომ გადმოვთარგმნოთ, გამოვა „დისკის კოპირება მუხლის გავლით“, თუმცა აშკარაა, რომ სულ სხვა ორგანო მოიაზრება.

პრობლემის არსი მეხსიერების ძალიან მცირე მოცულობაშია — სულ 128 კბაიტი. საოპერაციო სისტემის ჩატვირთვის შემდეგ, სამომხმარებლო აპლიკაციებისატვის მხოლოდ 85 კბაიტი რჩება. ხოლო ფლოპი-დისკწამყვანზე 400 კბაიტია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გჭირდებათ ამ 400 კბაიტიანი დისკის კოპირება და თქვენს განკარგულებაში მხოლოდ 85 კბაიტია!

ეს ხერხდებოდა შემდეგნაირად. საწყისი დისკიდან მეხსიერებაში ითვირტებოდა მონაცემთა პირველი პორცია (დაახლოებით 85 კბაიტი), შემდეგ ეს დისკი უნდა ამოგეღოთ, ჩაგედოთ სხვა, რომელზეც გსურდათ ინფორმაციის გადატანა და ამის შემდეგ პირველი პორცია იწერებოდა მეორე დისკზე. შემდეგ კვლავ პირველი დისკი და ა.შ. ძნელი არაა იმის გამოთვლა, რომ 400 კბაიტიანი დისკის კოპირებისათვის პროცედურის გამეორება ხუთჯერ უნდა მომხდარიყო.

ეს არასასიამოვნო იყო, თუმცა ატანა შეიძლებოდა. პრობლემა მაშინ იწყებოდა, როდესაც მეხუთეჯერ ამ პროცედურის გაკეთებისას, Finder ითხოვდა მეექვსედ, მეშვიდედ … მეოცედ ამ ყველაფრის გაკეთებას. სიტუაცია, როდესაც Finder ამას იწყებდა, ძალიან აღიზიანებდა მომხმარებელს.

და აი, ამ დღეს, 1984 წლის 3 მაისს, Apple-მა გამოუშვა System-ის განახლებული, 1.1 ვერსია, სადაც ეს პრობლემა მოგვარებული იყო.

განახლება ფასიანი გახლდათ.

Comments

comments

Leave a Response