ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1999 წლის 15 აპრილი

396views

როდესაც Apple ითვისებდა ბაზარს, კომპანიის ხელმძღვანელობას შესანიშნავად ესმოდა, რომ კომპანიას სჭირდება კარგი დეველოპერები იმისათვის, რომ Mac ჰიტი გახდეს. პოტენციური პრეტენდენტების დარწმუნებისათვის დაიქირავეს ევანგელისტების ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გაი კავასაკი Guy Kawasaki.

ის მუშაობდა Apple-ში 1984 წლიდან 1987 წლამდე. კავასაკი ამ წლებში ქმნიდა ევანგელისტურ მიდგომას Macintosh-ისადმი და ამას დადებითი სედეგები მოჰქონდა.

შემდეგ გაიმ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ 1995 წელს დაბრუნდა Apple-ში და განაგრძო ევანგელისტად მუშაობა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელსაც ის იყენებდა იყო Mac EvangeList-ის ელფოსტით დაგზავნა. ამ ბიულეტენში ის თავს ატყდებოდა ყველა იმ პუბლიკაციას, რომლებშიც კრიტიკა გამოითქმებოდა Macintosh-ის მიმართ. მრავალი მათგანი, ვინც ასეთ სტატიებს წერდნენ, საპასუხოდ ბრაზიან წერილებს ღებულობდნენ.

1999 წლის 15 აპრილს დაგზავნა ოფიციალურად გაუქმდა.

Comments

comments

Leave a Response