ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1994 წლის 4 მარტი

555views

კომპანია Apple და კონკრეტულად მისი ხელმძღვანელი, ჯონ სკალი დიდ იმედს ამყარებდა Newton-ზე — პირველ ჯიბის კომპიუტერზე ისტორიაში. მაგრამ როდესაც Newton საცალო ვაჭრობის ქსელში ჩაეშვა, მომხმარებლებმა ის არაერთგვაროვნად მიიღეს. ასეთი რეაქციის მიზეზი ცხადი იყო: ტექსტის ამოცნობის სუსტი სისტემა, უცხო მწარმოებლების აპლიკაციების არქონა და გასამართი საფოსტო კლიენტი.

გაშვებიდან ექვსი თვის შემდეგ, Apple-მა სასწრაფო წესით დაიწყო პროდუქტის განახლება. ასე გაჩნდა Newton 100 და Newton 110. პირველი მოდელი ROM-ის ახალი ჩიპით განსხვავდებოდა წინამორბედისაგან. მეორე, 110 მოდელს ერთი მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა, 28 საათი მუშაობდა აკუმულატორის ერთი დამუხტვით და ლამაზი, გადასაწევი ხუფით იყო აღჭურვილი.

მაგრამ მთავარი — მოხდა ფასების დაკლება ახალ მოდელებზე. თუ ადრე Newton 799 დოლარი ღირდა, ახალი მოდელების ფასი 499 და 599 დოლარი გახდა.

Newton-ის მეორე თაობა 1994 წლის 4 მარტს გამოვიდა.

Comments

comments

Leave a Response