ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1973 წლის 23 თებერვალი

516views

სტივ ვოზნიაკი მსოფლიოში ყგველასათვის ცნობილია, როგორც მდიდარი ფილანტროპი, ან ნიჭიერი გამომგონებელი. მაგრამ ოდესღაც ის Hewlett-Packard-ში მუშაობდა ჩვეულებრივი ინჟინრის თანამდებობაზე. მას მოსწონდა თავისი სამუშაო, თუმცა უკეთესი სურდა. მას სურდა კომპიუტერების შექმნა.

ვინაიდან სტივ ვოზნიაკი კომპიუტერულ განყოფილებაში შედიოდა, მისი სურვილები სერიოზული ჰობის სახეს იღებდა. მან შეძლო და გაიტანა ხელმღვანელობასთან კომპიუტერის შექმნის პროექტი. კომპიუტერისა, რომელიც დღეს ყველასათვის ცნობილია, როგორც Apple I.

ვოზნიაკი Hewlett-Packard-ის ხელმძღვანელობასთან ნახაზებით მივიდა. მას სურდა კომპიუტერის დემონსტრირება. კომპანიის მართველობამ ვერ დაინახა, თუ როგორ შეიძლება ცამჯდარიყო პერსონალური კომპიუტერი მათ ბიზნესში. ამიტომ ვოზნიაკის იდეა მათ უარყვეს. ეს მოხდა 1973 წლის 23 თებერვალს.

სამაგიეროდ, ახლა სტივს იმის გაკეთება შეეძლო, რაც სურდა. მის ხელში იყო Apple I-ის ნახაზები და მისი ჰობი ნელ-ნელა გადაიქცა მსოფლიო დონის ბიზნესად.

Comments

comments

Leave a Response