ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 20 თებერვალი

381views

შეიძლება არ გიყვარდეს Windows, შეიძლება დაადანაშაულო კიდევაც გარკვეულ საკითხებში — ეს, რათქმაუნდა თქვენი ნებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის ხანდახან მაინც საჭიროა, ჩვენთვისაც კი, მაკისტებისათვის. მაგრამ განა მისი საჭიროების გამო ჩვენ უნდა შევიძინოთ PC-კომპიუტერი? არა, რათქმაუნდა.

თავის დროზე არსებობდა ემულატორების დიდი ოდენობა, რომელთა საწყისად Virtual PC შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Virtual PC მაკზე ქმნიდა ვირტუალურ PC-გარემოს, რომელშიც შესაძლებელი იყო Microsoft-ის საოპერაციო სისტემის დაყენება. რათქმაუნდა, მუშაობის სისწრაფე რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სახარბიელო, მაგრამ მარტივი ოპერაციების შესასრულებლად სრულიად საკმარისი.

მაგრამ მალე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა სიახლე: Microsoft აპირებდა Virtual PC-ის შეძენას. რატომ? როგორც მაკისტები თვლიდნენ, კონკურენტის მოსაკლავად, Apple-ის პოზიციების შესასუსტებლად, ან იმისათვის, რომ Virtual PC-ზე შეუძლებელი ყოფილიყო მაღალი წარმადობის მიღწევა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა. თუმცა ამის გარდა, Microsoft-ს სურდა ემულაციის ტექნოლოგიის მიღება.

Virtual PC-ის შეძენის სურვილის შესახებ რედმონდმა განცხადება 2003 წლის 20 თებერვალს გააკეთა.

Comments

comments

Leave a Response