სიახლეები

Apple — ნოვატორი აღარაა? საკამათო თემაა…

515views

მიმდინარე პლათფორმათშორის ომებში Apple-ის მოწინააღმდეგეებისა და Wall Street-ის მიერაც გამოიყენება ერთი, როგორც მათ ჰგონიათ წონიანი არგუმენტი: „Apple ვეღარ გვთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს. განვითარების დინამიკა შენელდა და მას უსწრებენ კონკურენტები“. უფრო მეტიც, ითვლება, რომ კუპერტინოს კომპანიის წარმატება — მხოლოდ მისი მარკეტინგული განყოფილების დამსახურებაა და არა ტექნოლოგიებისა და რომ ვითომდა Apple სრულიად არ აკმაყოფილებს გლობალიზაციის მოთხოვნებს, მისი უფრო მოქნილი კონკურენტებისაგან განსხვავებით.

„Apple-ს პრობლემა აქვს ინოვაციების საკითხში“, — ამბობენ Forbes-ის ჟურნალისტები.

„Samsung ნერგავს ტექნიკურ სიახლეებს უფრო სწრაფად, ვიდრე Apple“, — დარწმუნებულია ჯინ მანსტერი Piper Jaffray-დან.

„სად არის ინოვაციები Apple-ისაგან?“, — კითხულობს CEO.com.

კომპანიის მოძულეთათვის, ანუ ე.წ. „ჰეიტერებისათვის“ — ეს არაჩვეულებრივი არგუმენტია. მათდა სამწუხაროდ, მისი გათვალისწინება არ შეიძლება, როგორც წონიანი, ან თუნდაც რაიმე საფუძველიანი არგუმენტი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. ამაში დარწმუნებულია მაიკ ელგანი (Mike Elgan) Cult of Mac-იდან და მე მას სრულიად ვეთანხმები. რატომ? მოდი, ერთად განვიხილოთ.

რას იტყვით იმაზე, რომ გამოვიკვლიოთ, თუ რა უნდათ მომხმარებლებს რეალურად?

ახალი Android-სმარტფონების გამოშვების ფონზე, ალბათ მხოლოდ ზარმაცმა არ ესროლა ქვა Apple-ს. ამისთვის მშვენიერი პლაცდარმი გახდა Samsung-ის მიმდინარე ფლაგმანი, Galaxy S4. ის უფრო ინოვაციურად ითვლება, ვიდრე iPhone 5 — S4-ში ხომ იმდენი მაგარი და ადრე წარმოუდგენელი ფუნქციაა: Smart Pause და Smart Scroll, Air Gesture, ორი კამერით ერთდროულად გადაღების რეჟიმი (Dual Camera), არასაჭირო ოფიექტების ფოტოდან წაშლის შესაძლებლობა და ფოტოზე ხმოვანი შეტყობინების დამატების ფუნქცია (Sound and Shot). ამის გარდა, S4-ში ეკრანი კიდევ უფრო დიდია, გარჩევადობა უფრო მაღალი, არის NFC-ის მხარდაჭერა, მძლავრი, 13 მეგაპიქსელიანი კამერა და უფრო სწრაფი პროცესორი.

ნიშნავს ეს იმას, რომ Samsung — უფრო მეტად ნოვატორული კომპანიაა?

Smart Pause (ფილმის შეყოვნება, როდესაც ეკრანს თვალს მოაშორებთ) და Air Gesture (ხელით ჟესტები ეკრანზე მიკარების გარეშე) არ ითვლება აბსოლუტურად ახალ მიმართულებად ინტერფეისის დიზაინში. ეს უფრო სარეკლამო ხერხებია მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისათვის — საბოლოო ჯამში ამ ტელეფონის მფლობელთა უმრავლესობა არც კი გამოიყენებს ამ ფუნქციებს, ან გამორთავს კიდევაც, რათა აკუმულატორი დაზოგოს. ეს ფუქნციები ყურადღებას გიფანტავენ მოწყობილობის მართვისას და უმრავლესობისათვის მუხერხებელი იქნება. ვისთვისაა ეს ყველაფერი? ხანდახან ისე ჩანს, რომ კორეელები ასეთ ტექნოლოგოებს სატესტოდაც კი ნერგავენ საკუთარ ტელეფონში, რათა დაარწმუნონ გაუთვიცნობიერებული მომხმარებელი, რომ ისინი რაღაც კოსმიურ ტექნოლოგიებს ღებულობენ განკარგულებაში და ამ ტექნოლოგიებით ისინი გაცილებით მაღლა დგანან „ბითურ“ აიფონისტებზე და სხვებზეც.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=WBQYdV0SVCw#![/youtube]

— ლი, იქნებ რამე ჩვენით მოვიფიქროთ?
— უბრალოდ აიღე iPhone და შემოხაზე
Samsung-ის ორი ცნობილი დიზაინერი

გადაღების რეჟიმი Dual Camera, როდესაც სურათი წინაკამერიდან ემატება მთავარი კამერით გადაღებულ სურათს, ფოტდან ობიექტების მოშორება, მომხმარებლის ფიზიკური მაჩვენებლების კონტროლი, Smart Scroll და სხვა „გემრიელობები“ ასევე ვერ მოიაზრება აბსოლუტურად ნოვატორულად. მრავალი მათგანი ამათუიმ ფორმით უკვე შექმნილია iOS-ისათვის უცხო აპლიკაციებში. ვისაც სჭირდება, ის იპოვნის, მაგრამ უმრავლსეობისათვის ეს უსარგებლო, ან იშვიათად გამოსაყენებელი ფუქნციებია. ძნელია მათ უწოდო ნოუ-ჰაუ.

სათუოა, ვინმეს სჯეროდეს, რომ Apple-ს არა აქვს ტექნოლოგიური შესაძლებლობა გაზრდილეკრანიანი iPhone-ის გამოშვებისა, ან NFC-ჩიპის ჩაყენებისა. ყველაფერი ეს რეალურად ადვილი განსახორციელებელია, მაგრამ კომპანია არ თვლის ასეთ თვისებებს რეალურად საჭირო ფუნქციად მომხმარებლისათვის ამ ეტაპზე. ნუთუ ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც ცალი ხელით 5 დუიმიანი სმარტფონის მართვა გაძნელებულია, ან რწმენა იმისა, რომ ბაზარი ჯერ არ არის მზად NFC-ის გამოყენებისათვის, იმაზე მეტყველებს, რომ Apple უძლურია ინოვაციებში? თუ ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლესაც ზოგიერთი ადამიანი (და მთლიანად ბაზარი) არ ეთანხმება?

მეგობრებო, მოდი გაიხსენეთ ომები კომენტარებში (დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის კომენტარებშიც ასე იქნება), როდესაც საუბარი ეხება ეკრანის ზომებს, განსაკუთრებით ჭორების განხილვისას. არიან ისეთები, ვისაც სჭირდება დიდი ეკრანი, ყოველთვის არიან ისეთებიც, ვისაც სრულიად აკმაყოფილებს 4 დუიმიანი ეკრანი. მე ახლა ერთდროულად ვიყენებ 4.7 დუიმიან LG Nexus-ს პარალელურად 4 დუიმიანი iPhone 5-თან ერთად და არ განვიცდი დისკომფორტს Apple-ის ვითომდა პატარა ეკრანისაგან. პროგრამული უზრუნველყოფა მაქსიმალურად ადაპტირებულია ამ ზომაზე და ბრაუზერის გამოყენებაც არაა პრობლემა. თანაც სისტემურ ბრაუზერში (Safari) სიტუაცია უკეთდაა, ვიდრე Android-ის Chrome-ში. პირველში არის სრულეკრანიანი რეჟიმი, ხოლო Chrome-ში — არა.

რაც შეეხება პროცესორს, ესაო, ისაო, iPhone 5 უკვე ისეთი ვერააო, ხოლო S4-ში რვა (8!) ბირთვიაო და თანაც უფრო სწრაფი ვიდეო-ჩიპიო. იმას რატომ არ ითვალისწინებთ, რომ კორეული აპარატი ნახევარი წლის შემდეგ გამოვიდა, iPhone 5-ის გამოსვლიდან. პრინციპში, როდესაც ახალი iPhone გაყიდვაში შემოდის, მას უფრო წარმადი შიგთავსი აქვს, ვიდრე ნებისმიერ კონკურენტს იმ მომენტში. ნუთუ ის ფაქტი, რომ Samsung Galaxy S4 მაღაზიებში iPhone 5-ის გამოსვლიდან ექვსი თვის მერე გამოვიდა, მას ნაგულისხმევად უფრო ნოვატორულს ხდის? და ჩვენ ჯერ არ ჩავძიებულვართ ტექნიკურ დეტალებში, როდესაც აღმოჩნდება, რომ ცოტა რამა რის ადაპტირებული 8-ბირთვიანი პროცესორისატვის და მრავალი თამაში უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე iPhone 5-ზე. თუმცა არსებობს S4-ის ვერსია 4-ბირთვიან პორცესორზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პარიტეტს, მაგრამ არა უპირატესობას.

მოდი, გულახდილები ვიყოთ საკუთარ თავთან. Apple-ს საკმარისად აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რათა ახალ მოდელში ჩატენოს ბლომად სიახლეები. მაგრამ ეს არი არის გზა კომპანიისათვის, რომელიც IT-ინდუსტრიის სათავეებთან დგას, ეს არის გზა ნამდვილი ინოვატორის, რომელიც ბაზარს საკუთარ წესებს კარნახობს და რომელიც არ ცდილობს თავგზა აუბნიოს მომხმარებელს მყვირალა ციფრებითა და შთამბეჭდავი, მაგრამ რეალობაში სრულიად უსარგებლო, ან უუნარო ფუქნციებით. Apple-ის სტარტეგია მდგომარეობს ერთი, მაგრამ საუკეთესო მოწყობილობის გამოშვებაში, რომელშიც ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც საჭიროა და სადაც არაფერია ზედმეტი, არ არის უსარგებლო ჩენჩო. ეს არის გაჯეტი, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს იმწუთასვე, როგორც კი შეიძენს ამ ნივთს. უფრო მეტი თუ დასჭირდება — მის განკარგულებაშია App Store, სადაც უამრავი აპლიკაციაა.

ცოტა პათეტიკურად ჟღერს, არა? მაგრამ ჩემი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე ვხედავ უამრავ ადამიანს, რომლებიც ტექნიკისგან ძლიერ შორს არიან, მაგრამ iPhone აითვისეს პრობლემის გარეშე. სხვადასხვა ასაკის ადამიანები, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობით, პენსიოენერებისა და ძველი ყაიდის ხალხის ჩათვლით, რომლებიც ადრე უმარტივეს ტელეფონებთან რომ ვერ მეგობრობდნენ, ძალიან ადვილად ითვისებენ Apple-ის სმარტფონს. ზოგიერთისათვის აპარატი მხოლოდ ზარის განხირციელებისთვის არის საჭირო, მაგრამ მათვის შემდგომი აპარატი კვლავაც iPhone იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოავლინა ინტერესი, დიდი სირთულის გარეშე შეისწავლა მოწყობილობის შესაძლებლობები და დამოუკიდებლად დაიწყო აპლიკაციების შეძენა და დაყენება. ასეთი მაგალითები Android-ზე პირადად მე არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ არსებობს. მაგრამ ზოგადად, „გუგლოფონების“ უმრავლესობა გაცილებით უფრო რთულია უბრალო ადამიანისათვის, ვიდრე iPhone.

Apple-ის სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ახალი ფუქნციების ნელ-ნელა და თანდათანობით დანერგვასა (თუმცა გაითვალისწინეთ, მაქსიმალურად შექმნილი და ეფექტურად მუმოშავე) და მოდელების მინიმალური ოდენობის გამოშვებას, შეგვიძლია არ დავეთანხმოთ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კომპანიამ უნდა ფეხი აუწყოს Samsung-სა და სხვა კონკურენტებს და შექმნას ტელეფონის ბევრი მოდელი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისათვის. მაგრამ არც ეს თვალსაზრისი არ ამტკიცებს იმას, რომ iPhone-ის შექმნმნელი არ არის ნოვატორი.

სინამდვილეში ყველაზე მსხვილი „ნოვატორები“ — Apple-ის დიდი ფანატები არიან.

მათ, ვინც თვლის, რომ Apple-ს არ შეუძლია ინოვაცია, ხშირად მაგალითად მოჰყავთ Google ან Samsung, როგორც ყველაზე დიდი ნოვატორები. ორი აზრი არაა — Google-იც და Samsung-იც შესანიშნავი კომპანიებია, საუცხოო კორპორატიული კულტურით და სხვადასხვა სიახლეების დანერგვის ღირსეული ისტორიით. მაგრამ ინოვაციები საბოლოო ჯამში თვითმიზანი  არ არის, არამედ მიზნის მიღწევის საშუალებაა. რაიმე ახლის დანერგვის მიზეზი უნდა იყოს გაუმჯობესბეული პროდუქტის გამოშვება, შესანიშნავი დიზაინის შექმნა და ბოლო-ბოლო, პრაქტიკულობა.

უფრო მეტიც, უნდა გვახსოვდეს, რომ ინჟინრები Samsung-სა და Google-ში — მათი მთავარი კონკურენტის პროდუქციის დიდი მოყვარულები არიან. ნებისმიერ კონფერენციაზე, ან შეხვედრაზე, სადაც იკრიბებიან ინჟინრები, დიზაინერები და მმართველები Google-იდან, თქვენ იხილავთ Apple-ის ნოუთბუკების დიდ მოზღვავებას. არა, იმიტომ არა, რომ Apple-ის პროდუქტები უფრო ინოვაციურია, უბრალოდ ისინი ძალიან კარგია ხარისხის თვალსაზრისით და მოსახერხებელია მუშაობისას.

რაც შეეხება Samsung-ს, კომპანიის შიგნით გამოქვეყნებულ სამსახურებრივ წერილში (რომელიც ამოტივტივდა საპატენტო სასამართლო დავის დროს Samsung-სა და Apple-ს შორის) დადასტურდა, რომ Samsung უბრალოდ აღფრთოვანებულია Apple-ის პროდუქციის დიზაინით. მასში მოყავნილი იყო შედარება — „ცა და დედამიწა“. წერილში აგრეთვე მოყვანილი იყო iPhone-ისა და Samsung-ის ტელეფონის სამომხმარებლო ინტერფეისის შედარება, Apple-ის პროდუქტის უპირატესობის მითითებით.

წარმოიშვა მოსაზრება, რომ ეს იმის დადასტურებაა, რომ Samsung ბაძავს Apple-ს. შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ეს იმას უფრო ადასტურებს, რომ Samsung რეალურად აღფრთოვანებულია კონკურენტის დიზაინერული გადაწყვეტილებებით. მაშ, ინოვაციებშია საქმე, თუ სულაც იმაში, რომ Apple უბრალოდ ძალიან კარგია მომხმარებლისათვის საჭირო დიზაინის შექმნის საკითხში?

Apple მუშაობს კონცეფციაზე და შემდეგ ის სრულყოფილებამდე მიჰყავს.

ის, რასაც მრავალი მწარმოებლის მხრიდან ნოვატორულ მიდგომას უწოდებს, სინამდვილეში წარმოადგენს ყველა შესაძლო ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას მათ პროდუქტში პრინციპით: „შევეტენოთ ყველაფერი და რაც შეიძლება ბევრი“. მაგრამ კარგია კი ეს? ამაშია განა ინოვაციის არსი?

Apple-ის მიდგომა წლების განმავლობაში არ შეცვლილა ამის გაგება ძნელი არ არის. აი როგორ ხდება კომპანიაში ახალი პროდუქტის შექმნა:

  • Apple თვალყურს ადევენებს მომხმარებლების სურვილებს, მათ გამოცდილებას საფირმო მოწყობილობების გამოყენებაში და განსაზღვრავს ყველაზე საურველ და აუცილებელ ფუნქციებს, რომლებიც აკლია პროდუქტს და საჭიროა მათი დანერგვა, ან არსებულის გასწორებას საჭიროებს;
  • კომპანია ელოდება, სანამ ბაზარი „გაიზრდება“ ამათუიმ ტექნოლოგიისათვის და შემდეგ წარმოადგენს ახალ პროდუქტს, რომელიც თან მარტივია და თანაც განსაკუთრებულია გამოყენების თვალსაზრისით და ასევე შეესაბამება მომხმარებელთა ესთეტიურ მოთხოვნებს;
  • ქმნის და სრულყოფილებამდე მიჰყავს სიახლე, რათა გახადოს ის მიმზიდველი მომხმარებელთა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისათვის, ხოლო შემდეგ ძალიან სწორად წარმოადგენს მის ყველა უპირატესობას სარეკლამო კამპანიებში;
  • ამ მიდგომის ფარგლებში არ ხდება ახალი პროდუქტების გამოგონება (წარმოების უნიკალურ მეთოდებზე და დიზაინზე პასუხისმგებელია პატენტები). მეთოდი საშუალებას იძლევა შეიქმნას ბაზარი — ანონსის დროს ფსონი ხომ მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოზიდვაზე იდება. ეს ითხოვს ოსტატობას და ყველა კომპანიას არ ძალუძს ამ სისტემით მუშაობა. უფრო მეტიც, როგორც კი ბაზარი შეიქმნა და მომხმარებელთა ინტერესი გახურდა, კონკურენტები იწყებენ ამით სარგებლობას, Apple-ის პროდუქტების საკუთარი ანალოგების გამოშვებით;
  • ერთი და იგივე პროდუქტის რამოდენიმე თაობის გამოშვების პროცესში მწარმოებელს სრულყოფილამდე მიჰყავს საწყისი კონცეფცია, არ ვარდება  უკიდურესობებში და იწყებს სირბილს ერთი ტექნოლოგიური ინოვაციიდან მეორისკენ.

ეს პროცესი გამოიყენა Apple-მა iPod-ის, iPhone-ის, iPad-ის, Macbook Air-ის, iMac-ისა და სხვა პროდუქტების ხაზების შექმნისას. ამავე კალაპოტში, უნდა ვივარაუდოდ, იქნება წარმოებული iWatch და iTV და სხვა სიახლეები.

iPhone-ის, iPod-ისა და iPad-ის გამოშვებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში უცებ ყველა იწყებს საუბარს, რომ Apple — ძალიან ნოვატორული კომპანიაა. ხოლო ერთი და იგივე კონცეფციის განვითარების შემდგომი წლების განმავლობაში მწარმოებელი უკვე აღარ ეჩვენებათ ისეთი ნოვატორული, როგორც ადრე. შემდგომ ის ყველას აოცებს ახალი, ორიგინალური იდეის განხორციელებით და მორიგი სამომხმარებლო ბაზრის შექმნით და ია მას კვლავ ნოვატორს უწოდებენ. ანუ, იმას რომ Apple-ს თვლიან ნოვატორულ კომპანიად, სინამდვილეში არანაირი კავშირი არა აქვს ინოვაციებთან, როგორც ასეთთან. კომპანიის აღთქმა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ პროდუქტის განვითარების სასიცოცხლო ციკლის რომელ სტადიაზე იმყოფება ის ამ მომენტში.

შევაჯამოთ შედეგები

უდავოა, კარგია, როცა ხარ ტექნოლოგიების მოყვარული და არა ნაკლებად სახალისოა კამათი იმაზე, თუ მწარმოებლებიდან რომელი უფრო მეტის გამკეთებელია. უფრო მეტიც, სრულიად ნორმალურია ამათუიმ კომპანიის სიყვარული, მაგალითად Google-ის მისი „თავისუფლებით“ და „სიკეთის კორპორაციის სულით“, ან Samsung-ის მისი სურვილით ყველას მოერგოს ასობით მოდელის გამოშვების ხარჯზე. მაგრამ განა არ არის დრო შევწყვითოთ იმაზე საუბარი, რომ Apple არ არის ნოვატორი თავის სფეროში?

სინამდვილეში Apple-ს ხელექიფება ინოვაციები, მაგრამ კომპანია მათ ფრიად ამორჩევით უშვებს ბაზარზე. მისი მიდგომა შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც „ბაზრის შექმნა და კონცეფციის სრულყოფა მისი საჭიროების გათვალისწინებით“. და მართალია ეს მიდგომა კრიტიკოსებისაგან რისხვის საგანი ხდება, ბიზნესის წარმატებულობის თვალსაზრისით ის გაცილებით ეფექტურად მუშაობს, ვიდრე დიაზინის, ან წარმოების ნებისმიერი სხვა მოდელი.

რათქმაუნდა, Apple-ის ინჟინრებს შეეძლოთ განურჩევლად დაემატებინათ ახალი ტექნოლოგიები საკუთარ პროდუქტებში და ამით შეექმნათ სხვადასხვა პროდუქტების რთული ხაზები მომხმარებელთა ნებისმიერი ნიშისათვის. მაგრამ რა მიზნით? მხოლოდ იმისათვის, რომ ავისმთქმელებმა ის აღიქვან როგორც ნოვატორი და არ გამოხატონ ნეგატიური გრძნობები მის მიმართ?

კომპანიები ტექნოლოგიურ სფეროში არ არსებობენ მხოლოდ იმისათვის, რომ სახელი გაითქვან პიონერობით და ნოვატორობით. მათ ქმნიან, რათა აკეთონ ბიზნესი და იშოვნონ ფული. და ინდუსტრიაში Apple-ის კუთვნილი მოგების 70% შეგვიძლია ჩავთვალოთ უდავო დადასტურებლად იმისა, რომ ბიზნესის წარმოებისა და ინოვაციების დანერგვის მისეული მოდელი ყველაზე სწორია.

წყარო: Cult Of Mac

Comments

comments

Leave a Response