სიახლეები

სტივ ჯობსის უცნობი ფოტოები

307views

სტივ ჯობსის ის ფოტო, სადაც ის ლოტოსის პოზაში ზის მაკინტოშით ხელში, ყველასთვის ნაცნობია. ეს ფოტოს ცნობილ ფოტოგრაფს, ნორმან სიფს ეკუთვნის. ზუსტად მან გუშინ გადასცა რამდენიმე უცნობი ფოტოს სტივ ჯობსის გამოსახულებით ვებ-რესურს Retronaut. ეს ფოტოებიც 1984 წლის ზუსტად იმ ფოტო-სესიიდანაა. აქამდე მათ შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავის დროზე დაწუნებულ კადრებად ჩათვალეს.

როდესაც სტივთან მუშაობას ვიწყებდი, უკვე ვიცოდი მისი ფეთქებადი ხასიათის შესახებ. მაგრამ მე არ მინახავს და არ მიგრძვნია მისგან ეს. ყველა ადრე გაგებული ისტორია მისი დიქტატორული ხასიათის შესახებ, ჩემთვის მხოლოდ ისტორიად დარჩა. ერთადერთი, რაც მე აღმოვაჩინე, არის ის, რომ როდესაც ადამიანები ბოლომდე გენდობიან, კონტროლის აუცილებლობა თავისით ქრება.

– ნორმან სიფი

სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს მასთან, რაც უფრო ახლოს ხდებოდა ჩვენი გაცნობა. მე ვგრძნობდი, რომ ურთიერთობა მაქვს ოინბაზ ყმაწვილთან. ვცდილობდი გადამეღო ჩვენი ურთიერთობის თითოეული მომენტი, მისი ყოველი სპონტანური მოძრაობა, ყოველი ემოცია. ამიტომ რამდენიმე ასეული ფოტო გამომივიდა. ჩვენ მხოლოდ მაშინ მოვრჩით გადაღებას, როდესაც მე ვთქვი: „ყველაფერი გამოგვივიდა, ჩვენ ეს გავაკეთეთ“.

– ნორმან სიფი

ეს არაჩვეულებრივი შავ-თეთრი ფოტოები, რომლებიც უკვე ისტორიის ნაწილია, ღირსეულად შეავსებენ სტივ ჯობსის გამოსახულებათა კოლექციას.

წყარო: retronaut.co

Comments

comments

Leave a Response