სიახლეები

Google Apple-ის პატენტებს ურცხვად წაეპოტინა

421views

„არაჩვეულებრივი“ ინიციატივით გამოვიდა გასულ კვირას „სიკეთის“ კორპორაცია Google — კომპანიამ აშშ-ს სასამართლო კომიტეტს მისწერა წერილი იმის შესახებ, რომ პოპულარული პატენტები, რომლებსაც ფლობს Apple, უნდა გახდეს „სტანდარტებისათვის აუცილებელი“ და რომ ის გამოგონებები, რომლებიც მასიური და პოპულარული გახდა, ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლებისათვის.

მარტივად რომ ვილაპარაკოთ, Google ამტიკიცებს, რომ რახან ტექნოლოგია, რომლებიც Apple-მა დააპატენტა, გახდა მომხმარებლისათვის ჩვეულებრივი და ლოგიკური მოსახმარი, მაშინ ისინი სხვა მწარმოებლებისთვისაც უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. წერილის ტექსტიდან ცოტა გაუგებარია, სთავაზობს თუ არა Google თუნდაც რაიმე საფასურს ამ ტექნოლოგიების გამოყენებაში, მაგრამ მოითხოვს, რომ Apple-მა თავისუფალი წვდომა მისცეს ბაზრის დანარჩენ მონაწილეებს.

ესეც ციტატა:

While collaborative [Standards Setting Organizations (SSOs)] play an important part in the overall standard setting system, and are particularly prominent in industries such as telecommunications, they are not the only source of standards. Indeed, many of the same interoperability benefits that the FTC and others have touted in the SSO context also occur when one firm publishes information about an otherwise proprietary standard and other firms then independently decide (whether by choice or of necessity) to make complementary investments to support that standard in their products. … Because proprietary or de facto standards can have just as important effects on consumer welfare, the Committee’s concern regarding the abuse of SEPs should encompass them as well.

ეს ტექსტი წარმოადგენს legal mumbo-jumbo-ს ნათელ მაგალითს, მისი თარგმნის სურვილიც კი არ გამაჩნია — შინაარსი ზემოთ უკვე მოგახსენეთ. Apple-ს დიდი ხანი არ დასჭირვებია პასუხის გასაცემად და ის როგორც ყოველთვის მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი. Apple-ის მთავარი იურისტი, ბრიუს სიუველი (Bruce Sewell) პასუხობს: „ის, რომ დაპატენტებული ტექნოლოგია პოპულარული ხდება, არ ხდის მას „სტანდარტის“ სუბიექტს ისეთივე იურიდიული შეზღუდვებით, როგორც ამჟამინდელი სტანდარტი“.

The capabilities of an iPhone are categorically different from a conventional phone, and result from Apple’s ability to bring its traditional innovation in computing to the mobile market. Using an iPhone to take photos, manage a home-finance spreadsheet, play video games, or run countless other applications has nothing to do with standardized protocols. Apple spent billions in research and development to create the iPhone, and third party software developers have spent billions more to develop applications that run on it. The price of an iPhone reflects the value of these nonstandardized technologies — as well as the value of the aesthetic design of the iPhone, which also reflects immense study and development by Apple, and which is entirely unrelated to standards.

თარგმანი:

iPhone-ის შესაძლებლობები რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი ტელეფონისაგან და წარმოადგენს Apple-ის შესაძლებლობებას კომპიუტერულ სფეროში ინოვაციების გამოყენებას მობილურ ბაზარზე. iPhone-ის ფოტო გადაღებისათვის, საოჯახო ბიუჯეტის მართვისათვის, თამაშებისათვის ან სხვა აურაცხელი რაოდენობის აპლიკაციასთან მუშაობისათვის გამოყენებას არანაირი კავშირი არა აქვს სტანდარტიზირებულ პროტოკოლებთან. Apple მილიარდებს ხარჯავს კვლევასა და შემუშავებაზე, რათა შექმნას iPhone, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის სხვა მწარმოებლები — არანაკლებს ხარჯავენ აპლიკაციების შესამუშავებლად. iPhone-ის ფასი ასახავს ამ არასტანდარტიზირებული ტექნოლოგიების ფასეულობას — ზუსტად ისევე როგორც iPhone-ის ესთეტიური დიზიანი, რაც ასევე უამრავი კვლევის და შემუშავების შედეგია და არც მათ არა აქვთ რაიმე კავშირი სტანდარტებთან.

რათქმაუნდა, საპატენტო სფეროში და სასამართლო დავებში ახლა საკმაოდ არეული სიტუაციაა და ამ ომმა ყველა დაღალა. მაგრამ რასაც Google სენატისაგან ითხოვს, უკვე ყოველგვარ საზღვარს სცილდება. არსებობს საზღვარი პოპულარულ ტექნოლოგიებსა, რომლებიც პოპულარული იმიტომ გახდა, რომ ის ყველამ აღიარა და იმ ტექნოლოგიებს შორის, რომლებიც იმიტომ გახდნენ პოპულარული, რომ მომხმარებლებს მოსწონთ.

სმარტფონები Apple-ამდეც არსებობდა, მაგრამ ზუსტად იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც გამოიგონა (ან შეიძინა) Apple-მა, ჩვენ მივიღეთ iPhone, ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტებით. თუ გავაქრობთ სხვაობას იმ ტექნოლოგიებს შორის, რომლებიც სტანდარტი გახდა და პოპულარულ ტექნოლოგიებს შორის, რაღა აზრი ექნება შემდგომში ინოვაციებს? რა საჭირო იქნება ამისათვის მილიარდობით დოლარის დახარჯვა?

და საერთოდ, ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კომუნისტურ რიტორიკას: თუ არსებობენ კაპიტალისტები, რომლებმაც ბევრი ფული იშოვნეს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მოდი სახელმწიფოს ხელით ვაიძულოთ გვიწილადონ და ყველამ თანაბრად გავიყოთ. პარალელურად ჩნდება Motorola-ს 12.5 მილიარდ დოლარად შეძენის აზრის შესახებ კითხვა — Google-ის დამცვლებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ გარიგება სწორედ რომ Motorola-ს პატენტების გამო განხორციელდა და Google-ს სურს თავი დაიცვას Apple-ისა და სხვა კომპანიების მხრიდან თავდასხმებისაგან.

მაშ, გამოდის, რომ 12.5 მილიარდი დოლარი წყალშია გადაყრილი, სულერთია მაინც Apple-ს უნდა წავართვათ პატენტები?

წყარო: allthingsd.com

Comments

comments

Leave a Response