სიახლეები

შეძლებს, თუ არა Microsoft Surface iPad-ის, ან Macbook Air-ის შეცვლას?

451views

ეს ტექსტი ჩვენი დაწერილი არ არის, ჩვენ ის გადმოვთარგმნეთ. რედაქცია შესაძლოა, არ იზიარებდეს ამ სტატიაში მოყვანილ მოსაზრებებს, შესაბამისად ყველნაირ სპეკულაციაზე, კონტრუქციულ, თუ არცმთლად კრიტიკაზე და ა.შ. პასუხს აგებს ორიგინალური სტატიის ავტორი ბასტერ ჰეინე.

მარკ ტვენმა ოდესღაც თქვა, რომ ჭორები მისი სიკვდილის შესახებ ოდნავ გადაჭარბებული იყო. ასევე ჭორები Apple-ის პლანშეტებისა და ულტრა თხელი ნოუთბუკების სიკვდილიც ნაადრევია. ამ პროცესის შესახებ Microsoft-ის პლანშეტისა, თუ ულტრათხელი ნოუთბუკის პრეზენტაციისას რათქმაუნდა არავის საუბრობდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რას გულისხმობდნენ ისინი… აი Gizmodo-ს ერთ-ერთი მიმომხილველი, ჰესუს დიასი ხმამაღლა ამტკიცებს, რომ მალე iPad და Macbook Air მოძველებულ მოწყობილობებად ჩაითვლება.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით Surface ფრიად საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა მისი „მაგრობა“, პრინციპში ამით მთავრდება — და აი რატომ. რელაური ტექნიკური მახასიათებლები Microsoft-ელებმა არ გამოამზეურეს. ასევე არაფერი თქვეს ფასების შესახებ, უბრალოდ ითქვა, რომ ისინი შესაბამისი იქნება საშუალო სტატისტიკური ულტრაბუკის ფასებისა. არ უთქვამთ აგრეთვე არაფერი, თუ როდის გამოვა გაყიდვაში მოწყობილობა. ექნება, თუ არა Surface-ს 3G/4G ქსელების მხარდაჭერა — ასევე არ ვიცით. მაგრამ ფასი და გაყიდვების დაწყების დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რისი არცოდნის შემთხვევაში ძნელია იმსჯელო, თუ რამდენად ჩაჯდება ახალი მოწყობილობა გაჯეტების არსებულ ასორტიმენტში და რამდენად წარმატებულად შეძლებს კონკურენციის გაწევას სხვა პლანშეტებთან და Apple-ის „ჰაეროვან“ ბუკებთან. პრეზენტაციაზე მიწვეულ ჟურნალისტებს მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს იმისათვის, რომ ენახათ მოწყობილობის პროტოტიპი, ისიც შესანიშნავი კლავიატურა-შალითის გარეშე.

ყველაფერი შედარებითია: Apple-მა თავის დროზე წარმოადგინა iPhone გაყიდვაში გამოსვლამდე ნახევარი წლით ადრე, ამასთან მკაფიოდ განსაზღვრა ფასთა პოლიტიკა და გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი. თუ Surface გაყიდვაში ნოემბრის ბოლოს გამოვა და მისი ფასი შვიდასი დოლარი იქნება, ეს მას გაცილებით ნაკლებმიმზიდველს გახდის, ვიდრე რომ აგვისტოში დაეწყოთ მისი გაყიდვა ოთხასორმოცდაათ დოლარად.

გაყიდვების დაწყების თარიღი ასევე განსაზღვრავს დროის იმ მარაგს, რომელიც გაუჩნდება Apple-ს, რათა დააკორექტიროს ახალ iPad-თან დაკავშირებული გეგმები. თუმცა უკვე დღესვე მრავალი მომხმარებელი თავის წარმოსახვაში სთავაზობს Apple-ის ინჟინრებს გადაიტანონ შემაპირისპირებელი ფოსო გვერდითა პანელზე, რათა შესაძლებელი იყოს კლავიატურის მიერთებას თარაზულ მდგომარეობაში. ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ ცვლილებას iOS-სა და OS X-ში, რაც გაზრდიდა ამ უკანასკნელთა მიმზიდველობას Windows 8-ის ფონზე.

Surface-ის შესძლო წარმატება დამოკიდებულია მკაფიოდ განსაზღვრული გამოშვების თარიღით, მაგრამ თუ Microsoft-მა ზედმეტად ადრე გახსნა კარტები და მოწყობილობის გაყიდვას ნახევრი წლის, ან უფრო მეტი ხნის შემდეგ დაიწყებს, Apple უკვე სამ თვეში გაიჭრება წინ, თანაც დიდი უპირატესობით. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს: გამოშვების თარიღისა და ფასის გარეშე Surface ვერ იქნება Apple-ის კონკურენტი. ისევე როგორც iPhone-ისათვის, iPad-ისა და Macbook Air-ისათვის, Microsoft-ის გაჯეტებს დრო სჭირდებათ, რომ გაირკევს — გაქაჩავს, თუ ვერა პროექტი.

HP TouchPad-საც კი გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა გამხდარიყო მაპატიეთ და iPad-ის „მკვლელი“, ვინაიდან იმ მომენტში გაჯეტი რეალურად არსებობდა და ჟურნალისტებს შეეძლოთ ჯეროვნად შეეფასებინათ ის. არცერთ ჟურნალისტს, ჯერ ხელში არ სჭერია Surface რამდენიმე წუთზე მეტ ხანს. დიახ, Surface-ს მართლაც ძალიან საინტერესო კლავიატურა აქვს Smart Cover-ის სტილში და Microsoft-ის ყველაზე ინოვაციური საოპერაციო სისტემა ბოლო 10 წლის განმავლობაში. მაგრამ Microsoft-მა იმის უფლებაც კი არ მისცა ჟურნალისტებს, რომ კლავიატურა მოესინჯათ. ნუთუ მოერიდათ?

მართალია, 2007 წლის iPhone-ის პრეზენტაციის შემდეგაც ჟურნალისტები არ დაუშვეს მოწყობილობასთან, მაგრამ გაყიდვების დაწყებისთანავე მოწყობილობა ჰიტი გახდა, რომელზეც სწორება დაიწყეს სხვა მწარმოებლებმა. როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ Surface ბაზრის ალფა და ომეგა გახდება, მაშინ როდესაც ის წესივრად არც არავის უნახავს? არ შეიძლება.

Apple იყო და დარჩება ერთადერთ ნამდვილად სერიოზულ მოთამაშედ პლანშეტების ბაზარზე iPad-ის 2010 წლის ანონსიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. ძლიერი კონკურენციის გარეშე iPad გააგრძელებს თავის ტრიუმფალურ მსვლელობას ჯობსის მიერ მინიჭებული ინერციით. და ამისათვის რაიმე ახლის გამოგინებაც კი არ არის საჭირო. მაგრამ ეს მოსაწყენია და არ არის საინტერესო. ჩვენ გვიყვარს iPad და გვინდა, რომ მან განაგრძოს განვითარება — ამისათვის კი საჭიროა ბრძოლა სხვა მწარმოებლებთან, მას სჭირდება სერიოზული კონკურენტი, რომელიც ჯერ ბაზარზე არც კი გამოსულა. არავის — არც ელოპს (Nokia), არც ჩოი ჯისანგს (Samsung), არც ბალმერს — წარმოდგენა არა აქვთ იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილად მოსახერხებელი და საიმედო პლანშეტი.

ახალი გაჯეტის შეყვარება — ადვილია. ეს ჩვენ რეგულარულად გვემართება, მაგრამ Apple-ის გაჯეტების შემთხვევაში ეს ხდება წელიწადში ორჯერ. მაგრამ უაზრო გამოხტომა სცენაზე მხოლოდ იმისათვის, რომ კუდაბზიკურად დაიკვეხნო და საკუთარი ნახელავი გამოაცხადო ყველა დროის საუკეთესო პროდუქტად — სისულელეა. ეს ისეთივე სისულელეა, როგორც სტილუსი, რომელიც კომპლექტში მოჰყვება Surface-ის.

რომელმაც მოახერხა და პირდაპირ პრეზენტაციის დროს გაფუჭდა.

წყარო: cultofmac.com

Comments

comments

Leave a Response