სიახლეები

iPhone 5 წლის გახდა

336views

ხუთი წლის წინ ერთმა ხილის კომპანიამ თავისი მაღაზიების დახლები საკუთარი წარმოების მობილური ტელეფონებით შეავსო — iPhone-ით. პირველი თაობის მოდელში 4, ან 8 გბაიტი მეხსიერება იყო, ეკრანი 320×480 გარჩევადობით და 2 მეგაპიქსელიანი კამერა.

ახალი პროდუქტის წარდგენისას სტივ ჯობსმა ის წარმოადგინა, როგორც „რევოლუციური საკომუნიკაციო მოწყობილობა“: ფართოეკრანიანი iPod, ინტერნეტ-კომუნიკატორი და მობილური ტელეფონი. iPhone-ის ანონსის შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა 8%-ით მოიმატა, აპარატი ხარისხის ეტალონი გახდა.

დაბადების დღეს გილოცავთ iPhone!

Comments

comments

Leave a Response