სიახლეები

MacBook Pro Retina გაქრა დახლებიდან — ყველაფერი გაიყიდა

538views

ორი ათას ასოთხმოცდაცხრამეტი ამერიკული დოლარი. ეს იქ. ჩვენთან — უფრო მეტი. თანაც, ყველაზე მინიმალური კონფიგურაციით. სამი iPad-ის ფასი, ან სამი iPhone 4S-ის ფასი, ან — ორი Macbook Air, 11 და 13 დუიმიანი. მოკლედ ძვირია. მიხედავად ამისა, იმ ქვეყნების მაცხოვრებლები, სადაც App Store არის, გააფთრებული იხდიან ფულს ამ ახალ, საოცარ კომპიუტერში, რომელსაც MacBook Pro Retina ჰქვია.

იმისათვის, რომ გავიგოთ Apple-ის საწყობში საქნოლის არსებობა, ძალიან მარტივია: საკმარისია შევხედოთ საქონლის მიწოდების დროს ონლაინ-მაღაზიაში. ახალი Macbook Pro Retina-ს მიწოდების დრო უკვე 2-3 კვირაზე ავიდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ვერ უმკლავდება შემოსული შეკვეთების რაოდენობას. რაც ყველაზე საინტერესოა, მეორე, უფრო ძვირ მოდელზეც იგივე სიტუაციაა. არადა ის 2800 დოლარი ღირს!

წყარო: tuaw

Comments

comments

Leave a Response