სიახლეები

Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები

327views

ამ კვირაში Apple-ის პროდუქტების განახლების ნამდვილი აღლუმია. გარდა აპარატურული მოწყობილობებისა, განახლდა აგრეთვე ძალიან ბევრი პროგრამული უზრუნველყოფა. მათში დამატებულია ახალი მოწყობილობების მხარდაჭერა და გაუმჯობესებულია მთელი რიგი პარამეტრები. მოდით, დეტალურად გავეცნოთ ამ სიახლეებს.

განახლდა ვიდეოს დამუშავების პროფესიული პროდუქტები — Final Cut Pro და Motion — შესაბამისად 10.0.5 და 5.0.4 ვერსიამდე. ახალი Retina Macbook Pro-ს მხარდაჭერის გარდა, Apple-მა გააუმჯობესა ამ პაკეტების მუშაობის სტაბილურობა.

განახლდა მედია-კომბაინი iTunes 10.6.3 ვერსიამდე, მისი დაყენება ყველსათვის რეკომენდებულია, განსაკუთრებით დეველოპერებისათვის, რომლებსაც სურთ iOS 6-სთან მუშაობა. განახლებების სია ასე გამოიყურება:

  • გასწორებულია iTunes-ის დაკიდების პრობლემა პირველი თაობის იმ iPad-თან სინქრონიზაციისას, რომლებშიც ჩაწერილია iBooks-სახელმძღვანელოები;
  • გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დასინქრონებული ფოტოები შესაძლოა არასწორი თანმიმდევრობით გამოჩენილიყო;
  • გასწორებულია პრობლემა, რომელიც წარმოშობისას iTunes უცებ შეეძლოს წაეშალა დაკვრის სიები და მობილური აპლიაკციები მოწყობილობიდან;
  • გაუმჯობესებულია საერთო წარმადობა და დამკვრელის საიმედოობა.

Aperture განახლდა ვერსიამდე 3.3 ახალი Macbook Pro-ს მხარდაჭერის გარდა, მასში დაემატა შემდეგი სახის ცვლილებები, ან გასწორებები:

  • დაემატა AVCHD-ვიდეოს მხარდაჭერა;
  • RAW-ფაილების სწრაფი ნახვისათვის Aperture-ში იმპორტის შემდეგ საშუალებას იძლევა ვიხილოთ მინიატურები, რომლებსაც აგენერირებს ფოტოკამერა;
  • განახლებული ხელსაწყოები Highlights & Shadows იძლევიან მუშაობის უფრო მაღალ შედეგებს;
  • პანელში Adjustments დამატებულია ღილაკი Auto Enhance;
  • ხელსაწყოს White Balance დაემატა რეჟიმები Skin Tone და Natural gray, აგრეთვე ღილაკი Auto ფერთა ავტომატური ბალანსისათვის;
  • მენიუში Share დამატებულია ბრძანება Set Desktop ფონური ნახატის სწრაფი შექმნისათვის;
  • ახალი ოფცია Manual საშუალებას იძლევა გადავათრიოთ პროექტები Project view რეჟიმში;
  • ბრაუზერის ფონის სიკაშკაშის შეცვლა შესაძებელია სრულეკრანიან რეჟიმში;
  • ალბომები Facebook, Flickr და MobileMe გამოჩნდება მინიატურების სახით მთავარ ფანჯარაში;
  • ტერმინოლოგიის მცირედი ცვლილება, მაგალითად „Original“ ნაცლად „Master“-ისა, ან „Info“ ნავცლად „Metadata“-ისა;
  • Raw Fine Tuning აღარ გამოჩნდება პანელში Adjustments ნაგულისხმევად;
  • გაუმჯობესებულია სახეების ამოცნობის მოდული;
  • მონოქრომული ხატულები ხელსაწყოთა პანელზე;
  • გადაწყვეტილია მრავალრიცხოვანი საკითხები წარმადობასთან და სტაბილურობათან დაკავირებით.

თავის მხრივ iPhoto 9.3-ში გამოჩნდა შემდეგი გაუმჯობესებები:

  • AVCHD-ვიდეოს მხარდაჭერა;
  • არერილობის ველი ტექსტის შეტანისას ავტომატურად იწელება;
  • ფოტოს მოსანიშნად რეჟიმში Magnify საკმარისია დავაწკაპუნოთ დროშაზე მის ზედა, მარცხენა კუთხეში;
  • იმ ფალების ექსპორტისას, რომლებშიც დამატებულია GPS-მონაცემები, ინახება საკვანძო სიტყბევი და დასახელებები;
  • ექპსორტის ახალი ვარიანტი საშუალებას იძლევა დავახარისხოთ ფოტოები ქვე-საქაღალდეები „Event“-ების მიხედვით.

მაგრამ ყველაზე მთავარი სიახლე გახლავთ ფოტო-ბიბლიოთეკის უნიფიკაცია Aperture-სა და iPhoto-სთვის. აღარ არის საჭირო იმპორტ-ექსპორტი.

ამის გარდა, განახლებების განყოფილება გვატყობინებს შემდეგი განახლებების შესახებ:

  • Motion 5-ის შიგთავსი, რომელიც ადაპტირებულია ახალი MacBook Pro-სათვის (DMG, 1.05 გბაიტი);
  • Apple Remote Desktop 3.5.2 Admin (DMG, 25.37 მბაიტი);
  • ხელსაწყო AirPort ვერსია 5.6.1 (DMG, 10.15 მბაიტი);
  • iPhoto Library Upgrader 1.0 — (DMG, 11.09 მბაიტი);
  • MacBook Pro (Mid 2012) Software Update 1.0 (DMG, 1.06 გბაიტი).

წარმატებულ განახლებებს გისურვებთ!

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response