სიახლეები

Apple-ის აქსესუარები: ახალი iPad Smart Case

427views

სიმართლე გითხრათ, WWDC 2012-მა ჩემს ისედაც მჭიდრო გრაფიკში პრაქტიკულად სულ შეჭამა თავისუფალი დრო. ვამზადებ მიმოხილვითი სახის სტატიებს ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რაც ჩვენ გუშინწინ, 11 ივნისს ვიხილეთ ღონისძიებაზე. სანამ დიდი და მძიმე სტატიების დაწერას დავასრულებდე, გთავაზობთ შედარებით მცირე ზომის მიმოხილვებს Apple-ის მიერ გამოშვებული აქსესუარებისა. პირველ ყოვლისა მინდა წარმოგიდგინოთ iPad-ის განახლებული შალითა Smart Case.

ახალი iPad Smart Case ფარავს iPad-ს ყველა მხრიდან, როგორც ზემოდან, რაც წინა მოდელშ უკვე ვიხილეთ, აგრეთვე უკანა მხრიდანაც. ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია საცდელი ეგზემპლარები, ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო დეტალურ მიმოხილვას.

ასევე ჯერ არ ვიცით, თუ რა მასალისგან არის დამზადებული უკანა ნაწილი. მთავარია ისეთი მასალა იყოს, რომ ნაკლებად დაისვაროს.

პრინციპში ძველი მოდელისაგან სხვა საკითხებში დიდი სხვაობა არ არის. იგივე მაგნიტებით სამაგრი. ფასი — 49.99 დოლარი. ხელმისაწვდომი ფერები — მუქი-ლურჯი, ღია-ნაცრისფერი, ვარდისფერი, წითელი, მწვანე და ცისფერი.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response