სიახლეები

განახლებული სამუშაო სადგურები Mac Pro

347views

მართალია WWDC 2012-ზე არაჩვეულებრივი, ახალი Macbook Pro Retina ვიხილეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროდუქტებიც, რომლებზეც უშუალოდ ღონისძიებაზე არ უსაუბრიათ, მაგრამ Apple-ის საიტზე მათ შესახებ ინფორმაცია განახლდა. შესაბამისად არ შემეძლო, არ მომეყოლა განახლებული Mac Pro-ს შესახებ, რომლის განახლებასაც მომხმარებლები 2010 წლიდან ელოდნენ.

Mac Pro-ს განახლებას მე მინორულს დავარქმევდი. რატომ? მაგალითად კორპუსი იგივე დარჩა, ასევე კომპანიამ არ გამოიყენა ახალი Xeon e5-2600 პროცესორები და უპირატესობა მიანიჭა წინა თაობის ჩიპებს, არ დაამატა სამუშაო სადგურში USB 3.0-ის მხარდაჭერა, რომლებიც ახალ MacBook-ებში მრავლად არის წარმოდგენილი.

თანახმად განახლებული ხაზისა, Mac Pro სამი კონფიგურაციით არის წარმოდგენილი: ორი სტანდარტული და ერთი სერვერული, ვინაიდან მას მოყვება OS X-ის სერვერული ვერსია.

ორი სტანდარტული მოდელი აღჭურვილია 3.2 გჰც-იანი პროცესორებით Xeon W3565, TurboBoost ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რის შედეგადაც ჩიპის სისწრაფე 3.46 გჰც-ამდე ადის. Hyper-Threading-ის მხარდაჭერის წყალობით პროცესორებში რვა ვირტუალური ბირთვია და 8 მბაიტი კეშ-მეხსიერება. აშშ-ში ასეთი მოდელი ღირს 2499 დოლარი. ამ ფასში შედის 6 გბაიტი 1066 მჰც DDR3 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბაიტი მყარი დისკი 7200 ბრ/წთ.

არსებობს აგრეთვე უფრო უკეთესი მოდელი 3799 დოლარად. ის მუშაობს Xeon E5645 პროცესორის ბაზაზე ექვსი ბირთვით და 2.4 გჰც სიხშირთ (2.7 გჰც TurboBoost-ის დახმარებით). ამ ჩიპში 24 ვირტუალური ბირთვია და 12 მბაიტი კეშ-მეხსიერება. 12 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებაა DDR3 ECC SDRAM ტიპის და ტერაბაიტიანი მყარი დსიკი.

ორივე მოდელში მოთავსებულია AMD Radeon HD 5770 ვიდეო-ბარათი, ორივეს აქვს Mini Display Port და შეწყვილებული DVI-პორტი.

მესამე მოდელი იწარომოება სპეციალური შეკვეთით. ის სერვერული ვარიანტია და თავიდანვე OS X-ის სერვერულ ვერსიაზე მუშაობს. პრცესორად გამოიყენება Xeon W3565. დამატებითი საზღაურის ფასად შესაძლებელიასხვა პროცესორების დაყენებაც, მაგალითად 2.66 გჰც-იანის, ან 3.06 გჰც-იანის. ამ მოდელის ფასია 2999 დოლარი.

მომხმარებლები აღნიშნავენ, თანაც სამართლიანად, რომ Mac Pro-ს განახლება მოხდა მხოლოდ ნომინალურად. თითქოსდა თვითონ Apple-იც ვერ ხვდება, რა უყოს თავის ყველაზე მძლავრ კომპიუტერებს.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response