სიახლეები

WWDC 2012-ის მოლოდინში

348views

გუშინ Apple-მა დაიწყო დეკორაციების მონტაჟი საგამოფენო დარბაზში Moscone West, რომელიც შედის კომპლექსში Moscone Center. ზუსტად აქ 11 ივნისს, სულ რაღაც ოთხ დღეში დაიწყება დეველოპერების კონფერენცია WWDC 2012, რომლის შედეგებზეც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ.

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ჩაივლის 11-იდან 15 ივნისის ჩათვლით. ის ორიენტირებულია iOS-ისა და OS X-ის დეველოპერებზე, მათთვის ჩატარდება მრავალი სასწავლო გაგკვეთილები, Apple-ის ინჟინრების გამოსვლები და სხვა. კონფერენციას გახსნის კომპანიის მეთაური ტიმ კუკი. მოსალოდნელია, რომ ის წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს, მათ შორის ახალ მაკებს, შესაძლოა ახალ iPhone-სა და iOS 6-ს.

ღონისძიება ჩატარდება ლოზუნგით „Where great ideas go on to do great things“, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება: „სადაც ბრწყინვალე იდეები არაჩვეულებრივ საგნებად გადაიქცევა“. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ბლოგი და რადიო BeatFM 100.3 გააკეთებს პირდაპირ ჩართვას მოსკონე ცენტრიდან და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი პროდუქტების შესახებ.

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ფოტო საგამოფენო ცენტრიდან.

Comments

comments

Leave a Response