სიახლეები

Apple-ის ფინანსური რეკორდები

Apple CEO Steve Jobs (2nd R) answers questions about the opening of Apple's first retail store during a press conference at Tyson's Corner Mall in McLean, Virginia, May 15, 2001. Jobs said that Apple hopes to eventually open 25 retail stores in the U.S. and that the first two stores will open this weekend. Joining Jobs (L-R) are Ron Johnson, Senior V.P. Retail; Tim Cook, Senior V.P. Operations, Sales and Service; and Fred Anderson, Chief Financial Officer. REUTERS/Win McNamee
342views

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, 2009 წელს Apple ფულს შოულობდა და რეკორდებს ამყარებდა. 2010 წელს ისტორია განმეორდა, 2011 წელს ეს უკვე ჩვევად გადაიქცა და ბოლო ფინანსურმა კვარტალმა (რომელიც 2012 წლის 31 მარტს გასრულდა) აჩვენა მორიგი რეკორდები.

სამი თვის განმავლობაში Apple-ის ამონაგებმა შეადგინა 39,2 მლრდ. დოლარი, ხოლო სუფთა მოგებამ — 12,3 მლრდ დოლარი. უზარმაზარი ციფრები, რომლებიც კონკურენტებს აიძულებს ისტერიკაში ჩავარდნენ, წლიდან წლამდე იზრდება. კერძოდ, ერთი წლის წინ Apple-ის ამონაგები 24,7 მლრდ გახლდათ, სუფთა მოგება — 6 მლრდ დოლარი, ხოლო შემოსავალი ერთ აქციაზე — 6,4 დოლარი. ძნელი არაა წლიური ზრდის გამოთვლა შემოსავლებში — 58,7% და მოგებაში — 93%. ანუ იზრდება არა მარტო გაყიდვების მოცულობა, არამედ ეფექტურობაც.

გაყიდვებს რაც შეეხება. მეორე კვარტალში Apple-მა გაყიდა 35,1 მლნ. iPhone, 11,8 მლნ. iPad. ერთი წლით ადრე მაჩვენებლები გაცილებით ნაკლები იყო. ზრდამ შეადგინა 88% და 151% შესაბამისად.  თქვენ ამბობთ, რომ iPhone-ს პატარა ეკრანი აქვს Android-ტელეფონებთან შედარებით? iPad ვეღარ უძლებს „მწვანე რობოტის“ შემოტევას? ნურას უკაცრავად — გაყიდვების მაჩვენებლები უსიტყვოდ მეტყველებენ საპირისპიროზე. ზომა — მთავარი არ გახლავთ, გამოყენების მოხერხებულობა, ასორტიმენტი და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი — აი ეს არის მთავარი.

დავუბრუნდეთ კვავ გაყიდვებს. კომპანიამ ზრდა აჩვენა აგრეთვე Mac-ების გაყიდვებშიც, 4 მლნ. ერთეულის ოდენობით (წლიური 7% ზრდა). სამწუხაროდ iPod-ების გაყიდვები ვარდება, თუმცა Apple რამდენჯერმე უფრო მეტს ყიდის, ვიდრე კონკურენტები. მეორე კვარტალში გაიყიდა 7,7 მლნ. iPod, რაც 15%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა საკმარისია, რომ ამ პროდუქტის განვითარება გაგრძელდეს.

წყარო: Apple

Comments

comments

Leave a Response