სიახლეები

ცნობილი დიზაინერი: Apple რამდენიმე თვეში რევოლუციურ პროდუქტს გამოუშვებს

270views

ძნელი დასაჯერებელია, რომ Apple-მა მორიგი პროდუქტის შესაქმნელად უცხო დიზაინერი მოიწვიოს კომპანიაში. ძნელია, მაგრამ პრინციპში შესაძლებელია. კომპანიას ყველა დროში ჰქონდა იმის შნო, რომ ეღეარებინა თავისი არაკომპეტენტურიბის შესახებ ახალ დარგებში. ორიათასიანი წლების დასაწყისში კომპანიამ ტონი ფადელს შესთავაზა iPod-ის პროექტზე მუშაობა — იმიტომ რომ თვითონ ცუდად ესმოდა ეს საკითხი. ანდა სხვა მაგალითი: სტივ ჯობსმა კომპანიაში მოიწვია ფირმა Corning Glass, რათა მას შეექმნა გამძლე მინა პირველი თაობის iPhone-ისათვის. ორივე შემთხვევაში Apple-ს შეეძლო თავისივე ძალებით გამკლავებოდა პრობლემას — მაგრამ არჩია გარე შემსრულებლების მოწვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ახალი პროდუქტის შექმნის წინ ხდებოდა — გლობალურად ახალი პროდუქტების. ამიტომ თუ ახლაც ასე მოხდა — უნდა ველოდოთ რაიმე რევლუციურს.

სახელგანთქმულმა ფრანგმა დიზაინერმა ფილიპ სტარკმა რადიოსადგურ France Info-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მიწვეულია ახალი პროდუქტის შესაქმნელად Apple-ის მიერ და ამ პროდუქტის რელიზი უახლოეს 8 თვეში უნდა მოხდეს. პროდუქტს მან რევოლუციური უწოდა, თუმცა დეტალების დასახელებისაგან თავი შეიკავა.

სტარკმა განაცხადა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის ყოველ თვე ხვდებოდა სტივ ჯობსს, ხოლო სტივის გარდაცვალების შემდეგ ის ხშირად სტუმრობს მის ქვრივს.

ფილიპ სტარკი იმითაა ცნობილი, რომ აკეთებს ყველაფერის დიზაინს, კბილის ჯაგრისებიდან დაწყებული, ინტერიერებით დამთავრებული. რაც შეეხება Apple-თან ახლო პროდუქტებს — მან შექმნა მასიური სპიკერის დიზაინი:

სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი უშუალოდ Apple-ის მიერ. როგორც ჩანს, ბატონი სტარკი მუშაობდა უშუალოდ სტივ ჯობსთან მისი… იახტის დიზაინზე. კიდევ ერთი სენსაცია ჩაიფუშა.

წყარო: allthingsd

Comments

comments

Leave a Response