სიახლეები

ტიმ კუკი ეწვია Valve-ს

FILE - In this April 30, 2015, file photo, Apple CEO Tim Cook responds to a question during a news conference at IBM Watson headquarters, in New York. The Massachusetts Institute of Technology announced on its website Thursday, Dec. 8, 2016, that Apple CEO Tim Cook will deliver its 2017 commencement address. (AP Photo/Richard Drew, File)
271views

თუ თქვენ თავგადამკვდარ გეიმერს ეტყვით, რომ Apple-ის სამყაროში ბევრი ჭორია და ცოტა დადასურებული ინფორმაცია — ის თქვენ ძალიან დაგცინებთ. დიახ, Apple არ გვანებივრებს მომავალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციით, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, როგორც Valve ექცევა თავის ფანატებს. ამ კომპანიის საკულტო თამაშის, Half-Life ბოლო ეპიზოდი 2007 წლის ბოლოს გამოვიდა. აი ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ წელს ზაფხულში ვერ ვიხილავთ iPhone-ის მომდევნო ვერსიას, მაშასადამე მას ვიხილავთ შემოდგომაზე. გორდონ ფრიმენის ფანატები იმაშიც კი ვერ არიან დარწმუნებული, საერთოდ ოდესმე იხილავენ თუ არა თავის კუმირს. ეს შეიძლება მოხდეს წელს, მომდევნო 5 წელიწადში, ან არც არასოდეს. Valve დუმს და მხოლოდ ჭორების მცირე ნაკადული მოწანწკარებს.

და აი, ორი კომპანიის გზა, რომლებიც ცნობილი არიან თავისი დახურულობით, გადაიკვეთა. ხომ არ გგონიათ, რომ ტიმ კუკმა Valvle უბრალოდ ისე მოინახულა?

Valve-ს ერთ-ერთო სერიოზული პროექტი გხლდათ Steam-ის გადატანა Apple-ის პლათფრომაზე. და ეს როგორც იქნა განხორციელდა 2010 წლის პირველ ნაწილში. მას მოჰყვა Valve-ს სამი საუკეთესო პროდუქტის პორტირებაც.

ბოლოს, გასულ ზამთარს გამოვიდა Steam for iOS, მაგრამ ეს უბრალოდ კომპანიონი-აპლიკაცია აღმოჩნდა, დიდი არაფერი. ამ თავლსაზრისით კუკისა და გეიბ ნიუელის შეხვედრას საინტერესო სიახლეები უნდა მოყვეს. დიახ, იმედი გვაქვს, რომ სულ მალე რაიმე საინტერესოს ვიხილავთ.

ხოლო მათ, ვინც თავდავიწყებით ელოდება Half-Life-ის გაგრძელებას, გვინდა ვაცნობოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან. ეფლისტებმა სხვებზე უკეთ იციან, თუ რას ნიშნავს მოლოდინი.

წყარო: ai.com

Comments

comments

Leave a Response