სიახლეები

Foxconn Sharp-ში ინვესტიციებს დააბანდებს

415views

ტაივანური კომპანია Foxconn, რომელიც Apple-ის დაკვეთით ასრულებს iPhone-ებისა და პლანშეტური კომპიუტერების აწყობას, 1.6 მლრდ დოლარს ჩადებს კომპანია Sharp-ში — თხევადკრისტალური ეკრანების უდიდეს მწარმოებელში. როგორც ცნობილი გახდა, Foxconn და მისი სათავო კომპანია Hon Hai Precision Industry შეიძენენ იაპონური კომპანიის 10%-ს.

კიდევ 66 მლრდ იენას დახარჯავენ Sharp-ის ფასიანი ქაღალდების შესაძენად Foxconn-ის დამფუძნებელი ტერი გოუ და რიგი საინვესტიციო კომპანიები. შეთანხმების თანახმად, Foxconn ასევე შეისყიდის Sharp-ის მიერ გამოშვებული თხევადკრისტალური პანელების ნახევარს.

როდესაც შეთანხმება დასრულდება, Hon Hai-ს და მისი შვილობილი კომპანიის, Foxconn-ის ხელში Sharp-ის 6.6% იქნება, ხოლო Foxconn Technology-ისა და მისი ქვეგანყოფილების, Q-Run Holdings-ის ხელში — 3.3%. ამგვარად, უშუალოდ Sharp-ის წილი კომპანიაში 46.5%-მდე შემცირდება, ხოლო Sony-ს მხოლოდ 7% დარჩება.

„ძალიან სარისკო და გამბედავი ნაბიჯია Foxconn-ისათვის, რომელიც ფსონს ამერიკული კორპორაციის აწმყოსა და მომავალზე დებს — პლანშეტებსა და ჯერ არ არსებულ ტელევიზორებზე“, — განაცხადა დარგის ექსპერტმა ვინცენტ ჩენმა.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ Hon Hai-მ გარიგება კრიზისში მყოფ Sharp-თან მხოლოდ იმიტომ დადო, რომ მის ხელთ აღმოჩნდეს დისპლეების ტენოლოგია IGZO და ამით კიდევ უფრო დიდი შეკვეთა მიიღოს Apple-ისაგან.

Sharp-ს, რომელიც ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში რეკორდულ 290 მლრდ იენა ზარალს ელოდება, გადაწყვეტილი აქვს გაზარდოს Retina-ეკრანების მიწოდება iPad-ისათვის მეორე კვარტალში.

წყარო: The Verge

Comments

comments

Leave a Response